"სანტოსმა" იაპონიაში მატჩი მასპინძელი "კაშივა რეისოლის" წინააღმდეგ ცოცხლად დაიწყო და შედეგიც შესაბამისი მოიმკო
კაშივა-სანტოსი 1:3

კაშივა: სუგენო, კონდო, საკაი, მასუშიმა, ჰაშიმოტო (ჰიოდო 79), ოტანი, ჟორჟე, კურისავა, ლეანდრო, ტანაკა (სავა 65), კუდო (კიტაჯიმა 46).

სანტოსი: რაფაელი, ედუ, დანილო (აგიარი 90), დურვალი, როდრიგო, არუკა, ენრიკე, ელანო (კარდეცი 59), განსო, ბორჟესი (იბსონი 80), ნეიმარი

გოლები: 0:1 ნეიმარი (19), 0:2 ბორჟესი (24), 1:2 საკაი (54), 1:3 დანილო (63)

ლიბერტადორესის თასის მფლობელმა "სანტოსმა" იაპონიაში მატჩი მასპინძელი "კაშივა რეისოლის" წინააღმდეგ ცოცხლად დაიწყო და შედეგიც შესაბამისი მოიმკო.

ფავორიტმა იძალა და ფინალის საგზური მოიპოვა. თუმცა მატჩის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებმა დაწერეს, თუ ბრაზილიელებს თასის მოგება სურთ, თამაშს უნდა მოუმატონ, რადგან პოტენციურ მეტოქე "ბარსელონასთან" ასე ნაკლები შანსი აქვთო.

"სანტოსისგან" პირველი შანსი ნეიმარს შეექმნა. მან მეტოქე მცველის შეცდომით ისარგებლა, ვინც იმის მაგივრად, რომ საჯარიმოდან შორს მოეგერიებინა, ბურთს ფეხი ააცილა. სუპერვარსკვლავმა სუგენოს კარის ძელს მოარტყა. ბრაზილიელმა მეორე მომენტი უკვე ეფექტურად დააგვირგვინა. ელანოს პასის შემდეგ მოწინააღმდეგეს ერთი მოძრაობით დაახვია თავბრუ და ბურთს "ცხრიანში" მიუჩინა ადგილი.

"სანტოსს" სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა, რათა მეორე ბურთიც შეეგდო და თავი ფინალში დაეგულებინა. ბორჟესმა გადაწყვიტა, ნეიმარს გოლის სილამაზეში არ ჩამორჩენოდა და საჯარიმოს მისადგომებიდან მეკარეს ხარიხასთან ახლოს აუღებლად დაურტყა. სოლიდურმა ჩამორჩენამ მასპინძლები ცოტა დააბნია. ისინი ვერ პოულობდნენ "სანტოსის" კარისკენ მიმავალ გზას. პირველი ტაიმის მიწურულს "კაშივამ" საკუთარ თავში გამონახა ძალა, რათა შეტევაში წასულიყო. მისი ფეხბურთელები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

შესვენების შემდეგ მატჩი ისევ იაპონელთა აქტიურობით დაიწყო. მათ პირველივე მომენტი გოლად აქციეს. კუთხურის გათამაშების შემდეგ მცველმა კუდომ თავით ყველას დაასწრო - 1:2. თითქოს მატჩს ინტერესი უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ "სანტოსმა" მოჩვენებითი ინტრიგა მალე მოკლა.

ბრაზილიელებმა კუთხურიდან გატანილ ბურთს საჯარიმოთი უპასუხეს. დანილომ ბურთი ხარიხასთან ახლოს კუთხეში ჩასვა. იაპონელებს დანებება რომ არ სჩვევიათ, მოგეხსენებათ. ეს არც "კაშივამ" იკადრა და "სანტოსს" სანერვიულო ბევრი მისცა. შეიძლება თამამად იმის თქმა, რომ რაფაელის კართან მათ რამდენიმე 100%-იანი მომენტი შექმნეს. "სანტოსს" ხან მეკარე შველოდა, ხან - ბედი, როცა იაპონელები საოცარ სიტუაციებში, 2-3 მეტრიდანაც კი ვერ ახერხებდნენ ბურთის კარში გადაგზავნას, ხანაც - ძელი. სტუმრებს მატჩის ბოლოს ერთი რეალური მომენტი შეექმნათ. ნეიმარმა ბურთი ამჯერად ძელს გაარტყა.

"სანტოსი" ახლა ფინალში მეტოქეს ელოდება. ვინ იქნება ის, ვფიქრობთ, დიდი გამოცანა არავისთვის უნდა იყოს. სიტყვა ახლა "ბარსელონაზეა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე