"იუვენტუსის" ხელმძღვანელები "შტუტგარტის" საყრდენი ნახევარმცველის, ზდრავკო კუჟმანოვიჩის გადაბირებაზე ფიქრობენ
ორიოდე კვირის წინ გაუწყეთ, რომ ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელები "შტუტგარტის" საყრდენი ნახევარმცველის, ზდრავკო კუჟმანოვიჩის გადაბირებაზე ფიქრობენ.

ახლა კი თვითონ 24 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "იუვეში" გადასვლაზე ოცნებობს, რაც მოსალოდნელ ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის.

"თუკი ტურინელები დამიკავშირდებიან და კარიერის "იუვენტუსში" გაგრძელებას შემომთავაზებენ, გულახდილად ვამბობ, უარის თქმა გამიჭირდება, - განუცხადა კუჟმანოვიჩმა იტალიურ გაზეთ "ტუტოსპორტს" და იქვე დასძინა, - "იუვენტუსი" დიდი გუნდია, სადაც თამაშზე ნებისმიერი საღად მოაზროვნე ფეხბურთელი ოცნებობს."

ხსენებულ ინტერვიუში ზდრავკო იმასაც ამბობს, რომ იტალიიდან მის აგენტს ჯერ არავინ დაკავშირებია. ჩვენი გერმანელი და იტალიელი კოლეგები კი ირწმუნებიან, რომ ტურინული გრანდის სკაუტები კუჟმანოვიჩს რამდენიმე კვირაა აქტიურად აკვირდებიან - "ბებერი ქალბატონის" შეფები ზდრავკოს ყიდვას იანვარში გეგმავენ.

"იტალიაში დიდი სიამოვნებით დავბრუნდები, რადგან იქ გატარებული ორი წელი საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში," - ესეც სერბი საყრდენის

სიტყვებია, რომელიც 2007-დან 2009 წლამდე ფლორენციის "ფიორენტინას" ღირსებას იცავდა. გაირკვა, რომ "შტუტგარტი" კუჟმანოვიჩს 10 მილიონ ევროდ აფასებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა