"ბოლონიასთან" პაექრობაში "მილანის" 35 წლის მცველმა, მარიო იეპესმა ტრავმა მიიღო
"ბოლონიასთან" პაექრობაში "მილანის" 35 წლის მცველმა, მარიო იეპესმა ტრავმა მიიღო და თამაშის დასრულებისთანავე დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდა.

ექიმებმა მალევე დასვეს ზუსტი დიაგნოზი, რომელიც ფეხბურთელისთვის რბილად რომ ვთქვათ არასასიამოვნო გამოდგა: მარიოს ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი, სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რის შემდეგაც მინიმუმ 10-12 კვირიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს.

ერთი სიტყვით, კოლუმბიელი მცველი დაახლოებით სამი თვით ჩამოშორდა ფეხბურთს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ სეზონის ბოლოს თუ დაეხმარება "როსონერის".

საგულისხმოა, რომ სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე იეპესის ტრავმას "მილანის" გულშემატკივართა ნაწილი დიდი სიხარულით შეხვდა - ბევრს უკვირს რატომ ენდობა მასიმილიანო ალეგრი ვეტერან კოლუმბიელს, რომელიც დაცვაში საიმედო თამაშით საუკეთესო წლებშიც არ გამოირჩეოდა.

"ბოლონიასთან" თამაშმა ბევრი კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ "მილანის" კალიბრის გუნდში 35 წლის იეპესის ადგილი უბრალოდ არ არის - ერთ-ერთ ეპიზოდში, გასტონ რამირესმა მარიოს დაახლოებით 10-მეტრიანო დისტანცია ამოუქაჩა და ბურთთან პირველი მივიდა, რამაც კოლუმბიელი მწყობრიდან გამოიყვანა - შეხვედრის დარჩენილ ნაწილში იეპესი აგრესიულობით გამორჩეოდა, ხისტ ორთაბრძოლებში შედიოდა და ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში მყესები გაიწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა