ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლეიკერსის ახალი სისხლი

ლეიკერსის ახალი სისხლი

კალიფორნიულმა გრანდმა კონტრაქტი გააფორმა მცველ ჯერალდ გრინთან, ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ორი მოკრძალებული ტრანსფერი განახორციელა. კალიფორნიულმა გრანდმა კონტრაქტი გააფორმა მცველ ჯერალდ გრინთან. ხელშეკრულების დეტალები არ ხმაურდება.

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გრინი "ბოსტონის", "მინესოტას", "ჰიუსტონისა" და "დალასის" ღირსებას იცავდა. სულ მის ანგარიშზე 181 მატჩი, 7.2 ქულა და 2.0 მოხსნა მოდის.

2011-12 წლების სეზონი გრინმა ჩინურ კლუბ "ფოშან დალიონში" დაიწყო.

მეორე კალათბურთელი, რომელიც გუშინ "ლეიკერსმა" გაიფორმა, ფორვარდი ჯოშ მაკრობერტსია. ხელშეკრულება ორწლიანია. 24 წლის კალათბურთელით "მემფისიც" გამოთქვამდა დაინტერესებას.

გასულ სეზონში მაკრობერტსმა "ინდიანა პეისერსის" შემადგენლობაში 72 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 7.4 ქულა და 5.3 მოხსნა დააგროვა.

ამასობაში, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" სისტემაში კიდევ ერთი ევროპელი სპეციალისტი გამოჩნდა. ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის "რეალის" ყოფილი სპორტული და გენერალური მენეჯერი ანტონიო მასეირასი ევროპაში "ლეიკერსის" სკაუტი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში კალიფორნიული კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იტალიელი ეტორე მესინა დაინიშნა. სწორედ მის სახელს უკავშირებენ მასეირასის მიწვევას, რადგან ესპანელი და იტალიელი ერთად მუშაობდნენ "რეალში".

სხვათა შორის მასეირასს უკვე აქვს ანალოგიური მუშაობის გამოცდილება - 2008-09 წლების სეზონში ის "სან ანტონიო სპურსს" ეხმარებოდა ტალანტების მოძიებაში.

ასე რომ, "ლეიკერსში" გარკვეული ცვლილებები ხდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ აკმაყოფილებს გუნდის ლიდერ კობი ბრაიანტს, რომელიც ახალ სეზონში ლოსანჯელესელთა კრახს წინასწარმეტყველებს.

"სავარაუდოდ, ახალ სეზონში ჩვენგან დიდ წარმატებებს არ უნდა ელოდოთ. შემადგენლობასთან დაკავშირებით სიტუაცია უბრალოდ საშინელია, და ეს მხოლოდ დასაწყისია. სულაც არ ვაბუქებ არსებულ მდგომარეობას. მხოლოდ სიმართლეს ვლაპარაკობ, რადგან აქ არაფერია დასამალი", - განაცხადა თავის ბოლო ინტერვიუში კობიმ.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ "ლეიკერსმა" ლამარ ოდომი გაუშვა, გარდა ამისა, ზაფხულში წავიდა შენონ ბრაუნი. სანაცვლოდ გუნდს ჯერ მაღალი დონის მოთამაშე არ აუყვანია, არადა, სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე დიდი დრო აღარ დარჩა.

დენვერმა ნენე შეინარჩუნა და რუდი დაიმატა

სეზონის წინ მთავარი ამოცანა შეასრულა "დენვერ ნაგეტსმა" - მან შეინარჩუნა თავისუფალი აგენტი ნენე ილარიო. ბრაზილიელ ცენტრთან, რომელზეც NBA-ის ბევრი კლუბი ნადირობდა, 67 მილიონ დოლარად შეფასებული ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

გასულ სეზონში ნენემ "ნაგეტსის" რიგებში 75 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 14.6 ქულა და 7.7 მოხსნა დააგროვა.

გარდა ამისა, "დენვერმა" ორი კალათბურთელით შეავსო შემადგენლობა. მან ტრეიდი განახორციელა "დალასთან", რომლის მიხედვითაც 2012 წლის დრაფტის მეორე რაუნდში სასურველი მოთამაშის არჩევის სანაცვლოდ მცველები - რუდი ფერნანდესი და კორი ბრიუერი მიიღო.

ინფორმაცია დაადასტურა "დენვერის" ვიცე-პრეზიდენტმა მასაი უჯირიმ.

კიდევ ერთი ვეტერანი ატლანტაში

37 წლის შემტევმა მცველმა, ჯერი სტეკჰაუზმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ხელი მოაწერა ერთწლიან კონრაქტს "ატლანტა ჰოქსთან".

სავარაუდოდ, ის და კლუბის მეორე ვეტერანი დებიუტანტი ტრეისი მაკგრეიდი სათადარიგო სკამიდან შევლენ თამაშში.

გასულ სეზონში სტეკჰაუზმა 7 მატჩი ჩაატარა "მაიამის" შემადგენლობაში. მისი საშუალო სტატისტიკა 1.7 ქულას და 1.0 მოხსნას უდრიდა.

პოლი NBA-ს უჩივის

"ნიუ ორლეანის" გამთამაშებელი კრის პოლი უახლოეს დღეებში სასამართლოში უჩივლებს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას, რომელიც "ნიუ ორლეანის" მფლობელი გახლავთ. პოლი NBA-ს ახალი კოლექტიური ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. მცველი უკმაყოფილოა მის სატრანსფერო საქმეებში ლიგის ჩარევით.

ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ პოლი ამ ნაბიჯით მატერიალური კომპენსაციის მიღებასა და "ლეიკერსში" ან "კლიპერსში" გადასვლას ვარაუდობს.

დიდი ბენი ციხეს გადაურჩა

"დეტროიტ პისტონზის" ვეტერანმა მცველმა ბენ უოლასმა ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიიღო მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისა და იარაღის უკანონო შენახვისთვის. გარდა ამისა, კალათბურთელს 30-დღიანი იძულებითი საზოგადოებრივი სამუშაო მიუსაჯეს.

აღსანიშნავია, რომ უოლასს სერიოზულად ემუქრებოდა სამთვიანი პატიმრობა, მაგრამ სასამართლოში გაითვალისწინეს გამოძიებასთან თანამშრომლობა.

ბენი 24 სექტემბერს დეტროიტის გარეუბანში დააკავეს. ის არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა მანქანას, თან ჩხრეკის შემდეგ პისტოლეტი უპოვნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა

[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა