15 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მისცა შესაძლებლობა გულშემატკივრებს, ევროპირველობის მატჩებზე დასასწრები ბილეთები შეიძინოს
12 დეკემბრიდან მოყოლებული ევრო 2012-ის მონაწილე 15 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე მისცა შესაძლებლობა გულშემატკივრებს, ევროპირველობის მატჩებზე დასასწრები ბილეთები შეიძინოს.

ერთადერთი, ვინც ჯერჯერობით ამ საკითხის ორგანიზებას თავი ვერ მოაბა, რუსეთის საფეხბურთო კავშირია, - წერს თავის ვებგვერდზე საინფორმაციო ცენტრი "უკრაინა 2012". ეს ორგანიზაცია ბილეთებს გასაყიდად 20 დეკემბრიდან გაიტანს. რეალიზაციის წესი ჯერ არ დადგენილა.

ბილეთების გაყიდვის წესი ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. ჩვენ ახლა იმას გაგაცნობთ, სად როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი.

პოლონეთი, ინგლისი, ირლანდია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ სამ ქვეყანაში დარეგისტრირებული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივართა რაოდენობა ისედაც ძალიან ბევრია, ბილეთების შეძენის შანსს მხოლოდ ისინი მიიღებენ.

ფედერაციები ყველა მათგანს რომ ვერ დააკმაყოფილებენ, გასაგებია. სწორედ ამიტომ მათ შორის ლატარია ჩატარდება. "რიგითი" პოლონელი გულშემატკივარი ბილეთებს მხოლოდ უეფას საიტზე თუ იყიდის.

ჰოლანდია. უეფას საიტზე ბილეთებზე განაცხადის წარდგენის უფლება ეროვნული ნაკრების მხოლოდ დარეგისტრირებულ ფანებს შეუძლიათ.

შვედეთი, ხორვატია, ჩეხეთი. ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია უეფას ვებგვერდზე ბილეთის ყიდვა. ამ ქვეყნებში ოფიციალურად დარეგისტრირებულ გულშემატკივრებს ფედერაციები მათთვის გამოყოფილი კვოტიდან ცალკე ლატარიას მოუწყობენ.

საბერძნეთი, საფრანგეთი, იტალია. ნებისმიერ გულშემატკივრს შეუძლია უეფას ვებგვერდზე სასურველი ბილეთის ყიდვა, მაგრამ თუკი მოთხოვნა მიწოდებაზე მეტი იქნება, ფედერაციები უპირატესობას დარეგისტრირებულ ფანებს მიანიჭებენ.

გერმანია, პორტუგალია, ესპანეთი, უკრაინა. უეფას ვებგვერდზე ბილეთის ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ლატარიაში კი უპირატესობა ფანკლუბის წევრებს მიენიჭებათ.

დანია. უეფას გვერდზე ბილეთის შეკვეთა ყველას შეეძლება. შიდა ლატარიაში კი უპირატესობა ნაკრების ფანკლუბის წევრებს არ მიენიჭებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა