ჰოლანდიელმა დირკ კუიტმა "ლივერპული" გააოცა - წასვლა მინდაო, გამოაცხადა 30 წლის მარჯვენაფლანგელმა. თურმე ნუ იტყვით და...

ჰოლანდიელმა დირკ კუიტმა "ლივერპული" გააოცა - წასვლა მინდაო, გამოაცხადა 30 წლის მარჯვენაფლანგელმა. თურმე ნუ იტყვით და მერსისაიდელთა ყოფილი მწვრთნელი რაფა ბენიტესი "ინტერში" ეპატიჟება. მილანელები კუიტში 16 მილიონ ევროს იხდის. გარემარბის აგენტმა რობ იანსენმა ბრძანა:

"მართალია, კლუბები ჯერ არაფერზე შეთანხმებულან, მაგრამ დირკმა "ლივერპულის" ხელმძღვანელებს უკვე უთხრა, რომ წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რადგან საქმე მის მომავალ ცხოვრებასა და კარიერას ეხება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კუიტი "ლივერპულიდან" გასაქცევად ყველაფერს იკადრებს, მაგრამ როდესაც ცხოვრებაში გეძლევა შანსი გადახვიდე "ინტერის" დონის კლუბში, ბუნებრივია, ებღაუჭები".

შეგახსენებთ, რომ "წითლების" თავკაცმა როი ჰოჯსონმა უკვე წააგო ერთი ბრძოლა - არგენტინელი ხავიერ მასკერანოს შენარჩუნება ყოვლად შეუძლებელი გახდა. მოგეხსენებათ, 26 წლის ჩამშლელ ნახევარმცველზე ბოლოხანს თითქოს უფრო "ბარსელონა" ნადირობს, მაგრამ ამ დღეებში ოფოციალური წინადადებით მერსისაიდელებს ზემოხსენებულმა "ინტერმა" მიმართა - იტალიის ჩემპიონმა მაგიდაზე 24,5 მილიონი ევრო დადო. როი ჰოჯსონმა აღშფოთებით განაცხადა:

"ინგლისიდან წასვლის წინ ბენიტესმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მას "ლივერპულის" ფეხბურთელების გადაბირება არ უნდა დაეწყო. მგონი ამ პირობას შესრულება სჭირდება, რადგან წესით ის კვლავ ძალაში უნდა იყოს. რაც შეეხება დირკ კუიტის ამბავს, ჩვენ მის შესახებ არავისგან არანაირი წერილი არ მიგვიღია. როგორც ჩანს რაღაც ზურგსუკანა მოლაპარაკებებთან და ცთუნებებთან გვაქვს საქმე. ეჭვი მაქვს, რომ "ინტერის" მწვრთნელი ჩუმად ფეხბურთელის აგენტს უთანხმებს რაღაცებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ორი რამ შემიძლია ვთქვა:

პირველი ის, რომ კუიტის ყიდვის წინადადებით ჩვენთვის არავის მოუმართავს და მეორე ის, რომ რომც მოგვმართოს, უერით გავისტუმრებთ. დღეს ჩვენ ფული არ გვჭირდება და ამდენად წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვით დაინტერესებულნი არ გახლავართ. ვიმეორებ, მე ფული კი არა, ფეხბურთელი მჭირდება. გარდა ამისა, პირადად ჩემთან დირკი არ მოსულა და არ უთქვამს, ჩემთან დაკავშირებით წერილი თუ მოვა, გთხოვთ გამიშვითო".

რაც შეეხება მასკერანოს, ის ჰოჯსონმა, მოგეხსენებათ, გასულ ორშაბათს "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ არ ათამაშა და არც ევროლიგაზე, "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ განიხილებოდა "ლივერპულის" შემადგენლობის წევრად. მწვრთნელმა თქვა:

"არ მინდა მასკერანოს თამაში დავაძალო და ევროთასზე მონაწილიეობის გამო მისი ტრანსფერის საკითხი გავართულო. ვფიქრობ, კვირას ზუსტად მეცოდინება ჩვენთან დარჩება ეს ფეხბურთელი თუ "ბარსელონაში" გადავა".

როგორც ხედავთ, ჰოჯსონს "ინტერი" არც უხსენებია.

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის