“ჰორნეტსი” პოლის სანაცვლოდ მცველ ერიკ გორდონს, ფორვარდ ალ-ფარუქ ამინს, ცენტრ კრის კამანსა და 2012 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანის უფლებას მიიღებს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციიის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი კრის პოლი “ნიუ ორლეანიდან” “ლოს ანჯელეს კლიპერსში” გადავიდა.

გუნდებს შორის განხორციელებული ტრეიდის თანახმად, “ჰორნეტსი” პოლის სანაცვლოდ მცველ ერიკ გორდონს, ფორვარდ ალ-ფარუქ ამინს, ცენტრ კრის კამანსა და 2012 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანის უფლებას მიიღებს.

ამ მომენტისთვის “ნიუ ორლეანი” NBA-ის ეკუთვნის, ამიტომაც გარიგებას ასოციაციის კომისრის დევიდ სტერნის მხრიდან თანხმობა სჭირდებოდა. მან განაცხადა, რომ პოლის წასვლის შემდეგ “ჰორნეტსის” პერსპექტივები გაუმჯობესდა. ასეთივე აზრი გამოთქვა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა დელ დემპსიმ.

უფრო ადრე NBA-მ დაბლოკა 26 წლის გამთამაშებლის ტრეიდი “ლოს ანჯელეს ლეიკერსში”. ამერიკული პრესა წერდა, რომ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, სხვა კლუბების მფლობელთა პოზიციას უკავშირდებოდა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ გარიგება ძალიან მომგებიანი იქნებოდა “ლეიკერსისთვის”.

პოლი ოთხჯერ მონაწილეობდა “ყველა ვარსკვლავის მატჩში”. 2010-11 წლების რეგულარულში მცველმა 80 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 15.8 ქულა, 9.9 შედეგიანი პასი და 4.6 მოხსნა დააგროვა. ამერიკის ნაკრების შემადგენობაში პოლი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა.

გასულ სეზონში 22 წლის გორდონის სტატისტიკა 22.3 ქულას უდრიდა, 21 წლის ამინი საშუალოდ 5.6 ქულასა და 3.3 მოხსნას აგროვებდა, ხოლო 29 წლის კამანი 12.4 ქულითა და 7.0 მოხსნით გამოირჩა, თუმცა ტრავმის გამო რეგულარულში მხოლოდ 32 მატჩი ჩაატარა.

“კლიპერსი” მრავალი წელია ლიგის ერთ-ერთ უსუსტეს გუნდად მიიჩნევა. 1993 წლიდან მოყოლებული, კალიფორნიული კლუბი მხოლოდ ორჯერ (1996-97, 2005-06) გავიდა პლეი ოფში. შარშან, “კლიპერსმა” დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა