სტუდენტთა ლიგის შეხვედრა ქსავიერისა და ცინცინატის უნივერსიტეტის გუნდებს შორის გრანდიოზული ჩხუბით დასრულდა
გრანდიოზული ჩხუბით დასრულდა სტუდენტთა ლიგის შეხვედრა ქსავიერისა და ცინცინატის უნივერსიტეტის გუნდებს შორის.

მატჩი მასპინძელი გუნდის - "ქსავიერის" უპირატესობით მიმდინარეობდა - სხვაობა 20 ქულას აჭარდებდა და როგორც ჩანს, ამან მწყობრიდან გამოიყვანა "ცინცინატის" კალათბურთელები.

ჩხუბი მოედანზე მას შემდეგ ატყდა, რაც სტუმრების კალათბურთელმა, იენსი გეიტსმა ისე ჩაარტყა მუშტი თვალში კენი ფრიზს, რომ ნებისმიერ მოკრივეს შეშურდებოდა.

ამის შემდეგ სიტუაცია მოედანზე უკონტროლო გახდა და საბოლოოდ, მთავარ მსაჯს მატჩის ნაადრევად დასრულება მოუწია.

მოგვიანებით, სადისციპლინო კომიტეტმა თითო გუნდიდან ოთხ-ოთხი კალათბურთელი დასაჯა დისკვალიფიკაციით. მაგალითად, იენსი გეიტსი ექვს მატჩს გამოტოვებს.

მაგრამ ეს კალათბურთელი, შესაძლოა, უფრო მკაცრად დაისაჯოს. ჩხუბის დეტალები სამართალდამცავებმაც შეისწავლეს და ჰემილტონის ოლქის პროკურორმა, ჯო დეტერსმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, ჩხუბისთავები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ.

პროკურატურა დაკითხავს კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და სხვა მოწმეებს და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა