დევისის თასის მოქმედ ჩემპიონს ესპანეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება, თანამდებობა დატოვა ალბერტ კოსტამ
დევისის თასის მოქმედ ჩემპიონს ესპანეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება. თანამდებობა დატოვა ალბერტ კოსტამ. მან ეს გადაწყვეტილება ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ხოსე ლუის ესკანსუელასთან პირადი საუბრის შემდეგ მიიღო.

"ნაკრების კაპიტნის თანამდებობაზე სამი ფანტასტიკური წელი გავატარე და ახლა მორიგი გამოწვევა უნდა მივიღო", - ამბობს კოსტა გაზეთ AS-თან კომენტარში. ამიერიდან, 36 წლის სპეციალისტი ესპანეთის მამაკაცთა და ქალთა ნაკრებეების და აგრეთვე, ქვეყნის ოლიმპიური გუნდის კოორდინატორი იქნება.

იმ სამი წლის განმავლობაში, რომელიც კოსტამ ესპანეთის ნაკრების კაპიტნის ადგილზე გაატარა, პირენეელებმა ორჯერ მოიგეს დევისის თასი, მათ შორის წელს, როცა ფინალში არგენტინას მოუგეს - 3:1.

ბუნებრივია, დღის წესრიგში დადგა ალბერტ კოსტას შემცვლელის საკითხი. ესპანეთის ნაკრების კაპიტნის თანამდებობაზე ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად კარლოს მოიას განიხილავდნენ, მაგრამ როლან გაროსის ყოფილმა ჩემპიონმა უარი განაცხადა ნაკრების გაწვრთნაზე.

"ახლა ჩინეთში მივფრინავ, მაგრამ სანამ იქამდე ჩავაღწევ, მინდა ვუპასუხო კითხვას, რომელსაც ბოლო დროს ხშირად მისვამდნენ. ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ ჩავიბარო დევისის თასზე ესპანეთის ნაკრები", - წერტილი დაუსვა ამ საკითხს კარლოს მოიამ.

ასე რომ, ახლა ნაკრების მწვრთნელის ადგილს ალექს კორეჩას უწინასწარმეტყველებენ.

სავარაუდოდ, მწვრთნელი შეიცვლება საფრანგეთის ნაკრებშიც. გუნდის ამჟამინდელმა დამრიგებელმა, გი ფორჟემ განაცხადა, რომ მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობის დატოვება აქვს ჩაფიქრებული.

"სავარაუდოდ, 2012 წლის შემდეგ აღარ ვიქნები საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი", - აცხადებს "ეკიპთან" ინტერვიუში გი ფორჟე.

ეს სპეციალისტი საფრანგეთის ნაკრებს 2001 წლიდან ავარჯიშებს. მან სამჯერ გაიყვანა გუნდი დევისის თასის ფინალში და ერთხელ - 2001 წელს გამარჯვება მოაპოვებინა.

გი ფორჟეს სავარაუდო შემცვლელებად მოიაზრებიან ანრი ლეკონტი და სედრიკ პიოლინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე