ხელბურთი. მსოფლიოს ჩემპიონატი. ქალები: ტურნირს გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი - რუსეთის ნაკრები
ბრაზილიაში ქალებს შორის ხელბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და მაყურებელმა ორი სენსაცია იხილა.

თავდაპირველად ტურნირს გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი - რუსეთის ნაკრები, რომელიც ამ ეტაპამდე დაუმარცხებლად მივიდა.

რუსების მეტოქე საფრანგეთი იყო, რომელიც პირველად წინ მე-12 წუთზე გავიდა, როცა სირაბა დემბელემ ზუსტი დარტყმით დაასრულა შეტევა. რუსეთის ნაკრების მეკარის, ანა სედიოკინას კარგი თამაში საფრანგეთს კომფორტული უპირატესობით წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა მეორე ტაიმის მეშვიდე წუთზე კამილ აილონმა პირველად მატჩში დააფიქსირა სამბურთიანი უპირატესობა, ხოლო სედიოკინამ ფანტასტიკური სეივების მიუხედავად, მატჩის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ანგარიში გახადა 20:16 საფრანგეთის სასარგებლოდ.

ანგარიშში სხვაობა სწორედ სამ-ოთხ ბურთს შორის მერყეობდა, სანამ 56-ე წუთზე რუსმა ემილია ტურეიმ პენალტი არ გაიტანა და ანგარიში 22:24 არ გახადა. მსოფლიოს ჩემპიონებმა ფრანგების საპასუხო შეტევა მოიგერიეს და იქვე პოლინა კუზნეცოვამ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა - 24:23 საფრანგეთის სასარგებლოდ.

ამ უკანასკნელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დაიბნა და გადამწყვეტი იერიში გოლით დაასრულა - თავი გამოიჩინა კლოდინ მენდიმ, რომელმაც საბოლოო წერტილი დაუსვა ამ მეოთხედფინალს - 25:23 საფრანგეთის სასარგებლოდ.

ნახევარფინალში ფრანგები დანიას შეხვდებიან, რომელმაც ანგოლას ნაკრებს სძლია.

აღსანიშნავია, რომ 2001 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს ჩემპიონი მუდმივად რუსეთი ხდებოდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ 2003 წელი, როცა ჩემპიონობა სწორედ საფრანგეთმა მოიპოვა. ახლა, ამ გუნდს 8 წლის წინანდელი შედეგის გამეორების კარგი შანსი აქვს.

მეორე მოულოდნელი შედეგი იყო ესპანეთის ნაკრების მოგება ტურნირის მასპინძლის - ბრაზილიის წინააღმდეგ. რუსების მსგავსად, ბრაზილიის ნაკრებიც ექვსიდან ექვსი მოგებით შეხვდა ამ მატჩს. ტურნირის წინ ეს გუნდები ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ გამარჯვება ბრაზილიას დარჩა.

შეხვედრის დებიუტიდანაც ცხადად ჩანდა, რომ მატჩი ძალიან დაძაბული იქნებოდა. მეექვსე წუთზე ესპანელმა ელიზაბეტ პინედომ დაასრულა თავისი გუნდის გაქცევა და ევროპელები 6:1 დაწინაურდნენ.

მაგრამ მასპინძლებმა იქვე საპასუხო სპურტი მოაწყვეს - ბრაზილიას სულ რაღაც ხუთი წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ ანგარიში გაეთანაბრებინა - დეონისე კავალიერომ ზუსტი დარტყმით დაასრულა თავისიანების იერიში და მე-11 წუთისთვის ანგარიში თანაბარი იყო - 7:7.

მაგრამ მაინც, შესვენებაზე ლიდერის რანგში ესპანეთი გავიდა. სტუმრების გუნდი არ გატყდა ბრაზილიის ამ გაქცევის შემდეგ, მცირე ინიციატივა მოიპოვა და კარმენ მარტინმა ზუსტი გასროლით დააფიქსირა პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში - 19:17 ესპანეთის სასარგებლოდ.

თუმცა ეს არ იყო ის უპირატესობა, რომელიც ესპანეთის ნაკრებს დამშვიდების საშუალებას მისცემდა. ეს დადასტურდა კიდეც 38-ე წუთზე, როცა დანიელა პიედადემ 38 წუთზე წინ გაიყვანა ბრაზილია.

ამის შემდეგ თამაში ქულა ქულაში მიდიოდა. 56-ე წუთისთვის დეონისე კავალიერომ თანაფარდობა აღადგინა - 25:25.

ამის შემდეგ გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და მატჩმა კულმინაციას ბოლო წუთზე მიაღწია - ესპანელმა პინედომ საფინალო სასტვენამდე 15 წამით ადრე გაიტანა გოლი, რომელმაც გამარჯვება მოუტანა სტუმრებს - 27:26.

დარჩენილ დროში სილვია პინეირომ სცადა თამაშის გადარჩენა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა და ესპანეთი ნახევარფინალში გავიდა, სადაც 16 დეკემბერს ნორვეგიის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც ხორვატია გამოთიშა ბრძოლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა