აღმასკომის სხდომაზე სეზონი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა გეწაძემ შეაჯამა, რომელმაც ხაზი ჩავარდნებსაც გაუსვა
გუშინ წლის შემაჯამებელი აღმასკომის სხდომა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამაც გამართა, რომელსაც ფედერაციის, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების თავკაცები ესწრებოდნენ.

სეზონი ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა გეწაძემ შეაჯამა, რომელმაც ხაზი ჩავარდნებსაც გაუსვა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ვერც წლეულს შეძლეს, თუმცა სპორტის ოლიმპიური სახეობებიდან პირველხარისხოვან ტურნირებში ოქროს მედლის მოპოვება მხოლოდ მათ შეძლეს - რევაზ ლაშხი (60) ევროპის ჩემპიონი გახდა.

ფედერაციამ სხვებთან შედარებით იყოჩაღა სალიცენზიო ტურნირებშიც - მის ანგარიშზე ყველაზე მეტი - 5 საგზურია, თუმცა ესეც ძირითადად თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დამსახურებაა, თორემ ბერძენ-როამელებმა ჯერჯერობით მხოლოდ 1 ლიცენზია მოიპოვეს. გეწაძემ გაისად ფედერაციის უმთავრეს ამოცანად, რაც შეიძლება მეტი საგზურის მოპოვება და ოლიმპიური ჩემპიონობა დაასახელა.

სხდომაზე ხაზი უმცროსი ასაკის ნაკრებთა გამოსვლასაც გაესვა - ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ჭაბუკებმა და ახალგაზრდებმა 39 მედალი დაიმსახურეს. აქედან 8 ოქროა, 13 - ვერცხლი და 18 - ბრინჯაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა