წარმატებულ საკალათბურთო და სარაგბო "არმიებს", შესაძლოა, საფეხბურთო კლუბიც შეემატოს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კალათბურთის და რაგბის კლუბებს პატრონობს და საკმაოდ წარმატებითაც. ბაჩო ახალაიას უწყების პატრონაჟით 2011 წლის მარტის ბოლოს ჩამოყალიბდა მორაგბეთა გუნდი "არმია" და დაარსების წელსვე დიდ წარმატებას მიაღწია: გახდა საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი, გაიმარჯვა შვიდაკაცა რაგბის ჩემპიონატში.

საკალათბურთო კლუბი "არმია" კი 2010 წელს დაარსდა და ამ მოკლე დროში უკვე სამი თასის მფლობელი გახდა: 2011 წლის თებერვალში საქართველოს თასს დაეუფლა, მაისში - სუპერლიგის თასს, მაისის ბოლოს კი - ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს, გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ევროთასებზე (ევროჩელენჯზე) პირველად წარადგინა საქართველო.

მოკლედ, "არმია" ორივე სახეობაში საკმაოდ წარმატებული და კარგად დაფინანსებული პროექტი აღმოჩნდა. ამას კი იმიტომ ვიხსენებთ, რომ ყოველივეს ლოგიკური გაგრძელება უნდა გახდეს საფეხბურთო "არმიას" ჩამოყალიბება. ამაზე თავდაცვის სამინისტროში ფიქრობენ - ყოველ შემთხვევაში, საფეხბურთო სამყაროსთვის ცნობილია, რომ თავდაცვის სამინისტრო კლუბის დაფინანსებას აპირებს.

თავდაპირველად ლაპარაკი იყო "არმიას" "გაგრასთან" გაერთიანებაზე. ეს გუნდი ჩვენს ჩემპიონატში რიგითი მნიშვნელობისა არ არის, თავდაცვის სამინისტროს კი საკალათბურთო და სარაგბო კლუბები ნულიდან არ შეუქმნია, ორივე გარკვეულ საფუძველს ემყარებოდა: მორაგბეები "უნივერსიტეტს" გაუერთიანდნენ, კალათბურთელები კი - რუსთავის "აზოტს".

"გაგრაში" თავდაცვის სამინისტროს ინტერესს ადასტურებენ, მაგრამ ამავე დროს განგვიმარტეს, რომ კლუბების გაერთიანება ერთ-ერთი ვარიანტი იყო და არა გადაწყვეტილი პროექტი, კონკრეტული მოლაპარაკება კი მხარეებს არ დაუწყიათ. მეტიც, ბოლო დროს სამინისტროდან კლუბს არავინ შეხმიანებია.

ერთ-ერთი ვერსიით, სამინისტრომ, შესაძლოა, აიყვანოს არა კერძო "გაგრა", არამედ საბიუჯეტო გუნდი, მაგალითად, ცხინვალის "სპარტაკი" (რომელიც ხაშურში გადასვლას და იქაური სტადიონის განახლებას აპირებს) ან ბოლნისის "სიონი". "სპარტაკის" პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა ეს ხმები უარყო, ასეთივე პასუხი მივიღეთ "სიონისგანაც".

მაშ, რამდენად რეალურია ეს ინფორმაციები? ცნობების გადამოწმება თავდაცვის სამინისტროში ვცადეთ, მაგრამ ამ საკითხზე ლაპარაკს ჯერ ერიდებიან. სამინისტროს სპორტულ სამსახურს ცნობილი პაროდისტი, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ბესო ბერულაშვილი ხელმძღვანელობს, რომელმაც ორაზროვანი პასუხი გაგვცა:

"საფეხბურთო კლუბ "არმიას" ჩამოყალიბებაზე ჯერ ლაპარაკი არ არის და, ცხადია, "გაგრასაც" არ შეუერთდება. თუ სამინისტრო საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებას გადაწყვეტს, ის აუცილებლად ცალკე დაარსდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის