ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მაქსიმე ქვილითაია: კი არ ვრისკავ, "ტორპედოსი" მჯერა

მაქსიმე ქვილითაია: კი არ ვრისკავ, "ტორპედოსი" მჯერა

ქუთაისელთა 26 წლის მეკარემ ბოლნისის "სიონთან" შეხვედრის შემდეგ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ბოლნისის "სიონთან" შეხვედრის შემდეგ ქუთაისის "ტორპედომ" მეკარე, მაქსიმე ქვილითაიასთან ახალი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"26 წლის ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება "ტორპედოსთან" 2012 წლის ივნისში უმთავრდებოდა. მართალია, ქვილითაია იშვიათად თამაშობს "ტორპედოს" ძირითად შემადგენლობაში, თუმცა მოედანზე თავისი საიმედოობით გამოირჩევა. ამის მაგალითად "სიონთან" გამართული მატჩიც შეიძლება დავასახელოთ, რომელიც მაქსიმესთვის პირველი იყო 23-ე ეროვნულ ჩემპიონატში. ქვილითაიამ თასის გათამაშებაში "ტორპედოს" კარი ოთხჯერ დაიცვა", - იუწყებოდა კლუბის ვებგვერდი.

მაქსიმე ქვილითაია ორი წლის წინანდელ ჩემპიონატში საუკეთესო მეკარედ დასახელდა და ექტორ რაულ კუპერი ეროვნულ ნაკრებშიც იწვევდა, მაგრამ "ტორპედოში" გადასვლის შემდეგ ძირითადში ადგილი დაკარგა, მისი კონკურენტი ომარ მიგინეშვილი კი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და გია გეგუჩაძის გაწვრთნილებში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ქვილითაიას სწორედ ამ ამბებზე ველაპარაკეთ.

- თბილისის "ლოკომოტივში" თამაშისას ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყავი. "ტორპედოში" საქმეები ცუდად რატომ წაგივიდა?

- როდესაც ქუთაისში გადავედი, რამაზ მუმლაძე თავიდან მათამაშებდა, მაგრამ დაოჯახების შემდეგ რაღაცები შეიცვალა. არ დავმალავ, ამაში ჩემი ბრალიც არის, რადგან შანსი ვერ გამოვიყენე, რაღაცები ამერია. თავიდან კარგად კი ვიდექი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემში ბოლომდე დარწმუნებულები არ იყვნენ და ამან ძალიან ცუდად იმოქმედა. ეტყობა, თავდაჯერებულობა ამის გამო დავკარგე.

მერე კი სულაც სათადარიგოთა შორის აღმოვჩნდი, მაგრამ ჩემს შანსს ველოდები და შევეცდები დავამტკიცო, რომ ჩავარდნა დავძლიე. დანარჩენი კი მწვრთნელებზეა დამოკიდებული. ისე, კონკურენცია ორივე მეკარეს წაგვადგება, სპორტულადაც გავიზრდებით და ფსიქოლოგიურადაც გავძლიერდებით.

- და მაინც, ახლა "ტორპედოს" სათადარიგო მეკარე ხარ და ახალი ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება სარისკო ჩანდა.

- კი არ ვრისკავ, "ტორპედოს" მომავლის მჯერა და დარჩენა მსურდა. ძალიან მიხარია, სწორედ ამ გუნდში რომ მოვხვდი, რადგან დიდი ტრადიციების ქართული კლუბია. "ტორპედოს" ახლაც დიდი გეგმები და ამბიციები აქვს. ვფიქრობ, ევროპის ლიგაზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს - გეგუჩაძე ერთადერთი მწვრთნელია საქართველოში, რომელიც გუნდს საფუძვლიანად აშენებს და ფეხბურთელს შრომას არ უკარგავს.

ასე რომ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას მოვერიდე და წასვლაზე არც მიფიქრია. თამაშის შანსი კი სამომავლოდ აუცილებლად გამიჩნდება, რადგან მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი ბევრს თამაშობს და ორივე მეკარე იტვირთება. იმედია, ევროთასებზეც გავალთ.

- არადა, იყო ლაპარაკი, რომ "ზესტაფონსა" და ბათუმის "დინამოში" გიწვვედნენ.

- ეს შემოთავაზებები ადრე მივიღე, ახლა კი არავინ შემხმიანებია. ასეც რომ ყოფილიყო, მაინც დავრჩებოდი, რადგან გუნდის ხელმძღვანელები და მწვრთნელები ჩემს მიმართ კარგად განეწყვნენ და მეც მსურს, "ტორპედოს" გვერდში დავუდგე. სადაც კარგად ვარ, იქ დარჩენა მირჩევნია.

- ისიც ვთქვათ, რომ შენი კონკურენტი ომარ მიგინეიშვილი ჩინებულ ფორმაშია.

- ეს საკამათოც არ არის. კონკურენტები კი ვართ, მაგრამ ვმეგობრობთ და ომარს დიდ პატივს ვცემ, კარგი მეკარე და ადამიანია. მან თავისი შანსი მშვენივრად გამოიყენა, რადგან მშრომელია, მონდომებული და მაღალი კლასის მეკარედ ყალიბდება. მიმაჩნია, რომ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია და, ჩემი აზრით, შანსი თუ მიეცემა, თავს ნაკრებშიც არ შეირცხვენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• raul

თამაშის შანსი კი სამომავლოდ აუცილებლად გამიჩნდება, რადგან მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი ბევრს თამაშობს და ორივე მეკარე იტვირთება - ეროვნული ჩემპიონატის გარდა, თასისთვისაც ვიბრძვით და, იმედია, ევროთასებზეც გავალთ. მაქსიმე ქვილითაია ვერ გარკვეულა ბოლომდე, თასისთვის როგორ იბრძვი შე კაი კაცო, უკვე გამოეთიშეთ. თასისთვის გაგრა, დილა, მეტალურგი და ზესტაფონი იბრძვის.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა