ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლე დავიდ ვილია იმაზე ოდნავ ნაკლებ დროს გამოტოვებს წვივის მოტეხილობის გამო, ვიდრე თავიდან ეგონათ
ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლე დავიდ ვილია იმაზე ოდნავ ნაკლებ დროს გამოტოვებს წვივის მოტეხილობის გამო, ვიდრე თავიდან ეგონათ.

ეს ზრდის იმის შანსს, რომ "ელ გუახე" ევრო 2012-ისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება - "ბარსელონას" 30 წლის ფორვარდს ფეხი "ალ სადთან" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მოტეხეს.

"ბარსელონას" ექიმთა დასკვნა ასეთია - დავიდ ვილია დაახლოებით 5 თვეში ფეხბურთის თამაშს შეძლებს. პირველი დასკვნა ვილიას 6-თვიან უქმობას ითვალისწინებდა. მოახლოებული ევროპირველობის წინ კი ყოველ თვეს დიდი მნიშვნელობა აქვს.

სრულყოფილი ტესტირება ასტურიელ ფორვარდს იოკოჰამას ჰოსპიტალ როსაიში ჩაუტარეს, სადაც დადგინდა, რომ ასეთი ტრავმის შემდეგ ფეხბურთელმა თამაში 4-5 თვეში უნდა მოახერხოს. ტესტირების შემდეგ ვილია ბარსელონაში დააბრუნეს, სადაც რამდენიმე დღეში ოპერაცია ელის.

სხვათა შორის, რაც 2010 წლის ზაფხულში "ვალენსიადან" "ბარსელონაში" გადავიდა, ეს ვილიას პირველი ტრავმაა. წლევანდელ სეზონში მან ყველა შეჯიბრებაში 9 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა