ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
"ფილადელფიაზე" არ იმოქმედა პრონგერის ცუდმა ამბავმა და რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირის კლოდ ჟირუს არყოფნამ - მან რთულ ბრძოლაში მოუგო "მონრეალს" და აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობა გაიმყარა.

"ფილადელფია" სამჯერ გავიდა ამ მატჩში წინ და სამივეჯერ მეტოქემ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ კანადელებმა "მფრინავების" მეოთხე გასროლას ვერაფერი მოუხერხეს და 3:4 დამარცხდნენ. მატჩის გმირი გახდა მეტ კარლი, რომელმაც სამი საგოლე პასი მიითვალა. "ფილადელფიამ" ორი ქულით გაუსწრო "ბოსტონს", "მონრეალი" კი კვლავაც პლეი ოფის ზონის მიღმა დარჩა.

"ფილადელფიასთვის" კარგი ამბავი იყო ისიც, რომ წააგო მისმა უშუალო კონკურენტმა "რეინჯერსმა". ნიუიორკელები სტუმრად თამაშობდნენ "სენტ ლუისის" წინააღმდეგ და ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს.

"ბლუზმენები" პირველი და მესამე პერიოდებში ფლობდნენ სრულ უპირატესობას და 2-2 შაიბა გაიტანეს. "რეინჯერსმა" კი მხოლოდ მეორე პერიოდში გამოიჩინა თავი. მეტის გაკეთების საშუალება მას "სენტ ლუისის" მეკარე ბრაიან ელიოტმა არ მისცა, რომელმაც ჯამში 25 დარტყმა მოიგერია. "რეინჯერსი" მეხუთე ადგილზე დარჩა აღმოსავლეთში. იგივე პოზიცია უკავია "სენტ ლუისს" დასავლეთში და ის ნელ-ნელა ეწევა "დეტროიტს".

ამ უკანასკნელმა ორშაიბიანი უპირატესობა გაფლანგა "ნეშვილთან" მატჩში. "რედ უინგზი" საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე 3:2-ს იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა ორჯერ შორი მანძილიდან გაიტანა და "ნეშვილმა" 4:3 მოიგო.

აშკარად უკლო თამაშს ერთ-ერთმა ფავორიტმა "ვანკუვერ კენაქსმა". ბოლო სამი დღის განმავლობაში ამ გუნდმა ზედიზედ ორჯერ წააგო, თანაც იმ გუნდებთან, რომლებიც ლიგის უიმედო აუთსაიდერებად არიან მიჩნეულნი. კანადური კლუბი ჯერ დასავლეთის ბოლოადგილოსან "კოლამბუსთან" დამარცხდა, ახლა კი აღმოსავლეთის ბოლო გუნდთან - "კაროლინასთან" წააგო, რომელსაც მანამდე 20 მატჩში 16 მარცხი ჰქონდა.

ისევე როგორც "დეტროიტმა", "ვანკუვერმაც" ორშაიბიანი უპირატესობა მიიღო და ვერ შეინარჩუნა ეს ჰანდიკაპი. მატჩის მთავარი გმირი გახდა "ჰარიკეინზის" ახალგაზრდა ფორვარდი დრეისონ ბოუმენი, რომელმაც დუბლი შეასრულა. აგრეთვე მეკარე კემ უორდი - მის ანგარიშზე 33 სეივი მოდის. "კენაქსისთვის" ერთადერთი პოზიტიური მომენტი ის იყო, რომ მე-700 ქულა დააგროვა NHL-ში ჰენრიკ სედინმა.

"კაროლინას" გასახარად, წააგო გუშინ "აილენდერსმა", რომელიც შინ იღებდა "დალასს". ახალგაზრდა მეკარე რიჩარდ ბეკმენმა მართალია ორი შაიბა გაუშვა, მაგრამ პარტნიორებს 3:2 მოაგებინა. "დალასი" აგრძელებს დივიზიონში ლიდერობას.

გაიხარეს "ტამპა ბეის" გულშემატკივრებმა. "ლაითნინგმა" გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოუგო "კალგარის" - 5:4. მესამე პერიოდის სტარტისთვის "ტამპა" 3:1-ს იგებდა, მაგრამ "ფლეიმზმა" ხასიათი გამოამჟღავნა და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, იქ კი სტივენ სტემკოსის მე-19 გოლით მაინც მასპინძლებმა იძალეს.

"ლოს ანჯელესმა" მთავარი მწვრთნელი გაუშვა და ახალი ჯერ არ უპოვნია, თუმცა დროებითმა დამრიგებელმა ჯონ სტივენსმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. "მეფეებმა" სტუმრად მოუგეს "კოლამბუსს" - 2:1. ამ უკანასკნელის რიგებში მეკარე კერტის სენფორდი უნდა გამოვყოთ, რომელმაც 39 შაიბა მოიგერია.

სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა "ფინიქსმა", რომელმაც "ედმონტონი" დაამარცხა - 4:2. "მენავთობეების" რიგებში დაბრუნდა ტაილერ ჰოლი. მან დუბლი გაიფორმა, მაგრამ ამან "ოილერზს" არ უშველა. "ფინიქსი" კი ამ მოგებით პლეი ოფის ზონას მიუახლოვდა.

რთულ გამარჯვებას მიაღწია "სან ხოსემ". ცოტა ხნის წინ "შარქსი" სტუმრად თამაშობდა "კოლორადოსთან" და ბულიტების სერიაში წააგო, ახლა კი ეს გუნდები სან ხოსეში წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ორი პერიოდის შემდეგ სტუმრები 4:2-ს იგებდნენ - ეს უპირატესობა "კოლორადომ" პოლ შჩასტნის ბრწყინვალე თამაშით (2+1) მოიპოვა. მაგრამ მესამე 20-წუთეულში "ზვიგენებმა" სამი უპასუხო შაიბა გაიტანეს. საბოლოოდ, 5:4 და მაკლელანის გუნდი მერვედ ადგილზე რჩება დასავლეთში.

კაროლინა-ვანკუვერი 4:3

0:1, 2:1, 2:1

გოლები: 0:1 ბიეკსა-3 (ჰიგინსი-11, კესლერი-15), 0:2 რეიმონდი-2 (ჰ. სედინი-26, ბაროუზი-7), 1:2 ბოუმენი-1 (ე. სტიუარტი-2, მაკბეინი-9), 2:2 ტ. რუუტუ-10 (ბ. ალენი-6, ი. იოკინენი-15), 3:2 ბოუმენი-2 (ლაროუზი-10, ბ. სატერი-6), 4:2 შპაჩეკი-1 (ტ. რუუტუ 7, ბრენტი-5), 4:3 ბაროუზი-10 (ჰ. სედინი-27, რეიმონდი-3).

მონრეალი-ფილადელფია 3:4

0:1, 3:2, 0:1

გოლები: 0:1 ტელბოტი-9 (ვორაჩეკი-15, კუტურიე-4), 1:1 დეშარნე-5 (პასიორეტი-12, ტ. კაბერლე-13), 1:2 ჟოლნიერჩიკი-2 (რინალდო-4, მ. კარლი-12), 2:2 ლებლანი-1 (ბლუნდენი-1, სუბანი-12), 2:3 სიმონდსი-9 (მ. კარლი-13, რიდი-9), 3:3 ე. კოული-12 (პასიორეტი-13, დეშარნე-15), 3:4 მეზაროში-3 (იაგრი-16, მ. კარლი-14).

სტ. ლუისი-რეინჯერსი 4:1

2:0, 0:1, 2:0

გოლები: 1:0 ბერგლუნდი-7 (სტინი-11, ჯეკმენი-5), 2:0 პერონი-2 (კოლაიაკოვო-7, კ. სტიუარტი-7), 2:1 დელ ზოტო-3 (დუბინსკი-12, კელეჰანი-10), 3:1 სტინი-10 (ოში-11, პოლაკი-7), 4:1 არნოტი-5.

ნეშვილი-დეტროიტი 4:3

1:1, 1:2, 2:0

გოლები: 0:1 ჰოლმსტრიომი-6 (ი. უაიტი-10, დაციუკი-22), 1:1 ლეგუანდი-8 (კ. სმიტი-16, ერატი-13), 1:2 ზეტერბერგი-7 (ჰუდლერი-13, ბერტუცი-9), 1:3 ლიდსტრიომი-7 (ი. უაიტი-11, დაციუკი-23), 2:3 ტუტუ-5 (კლაინი-5, სპალინგი-6), 3:3 შ. უებერი-7 (რ. სატერი-16, ერატი-14), 4:3 შ. უებერი-8 (ტუტუ-8).

აილენდერსი-დალასი 2:3

1:1, 1:0, 0:2

გოლები: 0:1 ლ. ერიქსონი-11 (ბენი-18, დელეი-6), 1:1 გრაბნერი-9 (ოკსოპო-7, ნილსენი-9), 2:1 ოკსოპო-5 (რისონერი-5, ჰამონიკი-5), 2:2 მოროუ-5 (ოტი-8, რიბეირო-18), 2:3 ბენი-8 (რაიდერი-9, ლ. ერიქსონი-13).

კოლამბუსი-ლოს ანჯელესი 1:2

0:0, 1:0, 0:2

გოლები: 1:0 ჯ. კარტერი-7 (პროსპალი-17, ნიკიტინი-10), 1:1 დრიუსკი-1 (კოპიტარი-19, დ. ბრაუნი-11), 1:2 დ. ბრაუნი-6 (დაუტი-7, განიე-9).

ტამპა ბეი-კალგარი 5:4 (ო)

1:1, 3:1, 0:2, 1:0

გოლები: 1:0 პურსელი-6 (დაუნი-4, მური-8), 1:1 სტაიანი-1 (ჯეკმენი-5, კოსტოპულოსი-4) , 1:2 იგინლა-12 (ო. იოკინენი-14, ბოუმისტერი-10), 2:2 პიატი-3 (შენონი-5, ბ. ჯონსი-2), 3:2 მელოუნი-7 (სტემკოსი-16, ჰედმანი-3), 4:2 ტომპსონი-3 (ტირელი-4, ჰედმანი-4), 4:3 ბურკი-10 (დ. სმიტი-5), 4:4 ო. იოკინენი-9 (ტანგეი-15, დ. სმიტი-6), 5:4 სტემკოსი-19 (ბრიუერი-8, დაუნი-5).

ვინიპეგი-ვაშინგტონი 0:1

0:0, 0:0, 0:1

გოლი: 0:1 ოვეჩკინი-10 (მ. იოჰანსონი-10, ბექსტრიომი-21).

ფინიქსი-ედმონტონი 4:2

1:0, 1:1, 2:1

გოლები: 1:0 კორპიკოსკი-7 (კ. ო'რაილი-3, როჟსივალი-1), 1:1 ტ. ჰოლი-8 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-20, ებერლე-21), 2:1 ვრბატა-15 (რუი უიტნი-17, ჰანჟალი-12), 2:2 ტ. ჰოლი-9 (რ. სმიტი-15, რაიან უიტნი-2), 3:2 დოუნი-8 (ეკმან-ლარსონი-5, ბოდკერი-6), 4:2 ეკმან-ლარსონი-6 (რეი უიტნი-18, ჰანჟალი-13).

სან ხოსე-კოლორადო 5:4

1:2, 1:2, 3:0

გოლები: 1:0 ქლოუ-7 (კუტური-11), 1:1 პ. შჩასტნი-9 (ე. ჯონსონი-11), 1:2 რ. ო'რაილი-7 (ელიოტი-2, ჰეიდუკი-12), 2:2 ჰანძუში-3 (ჰავლატი-12, მაკგინი-4), 2:3 პ. შჩასტნი-10 (ვინიკი-8, დუშენი-11), 2:4 ვინიკი-5 (პ. შჩასტნი-8, ვან დერ გულიკი-1), 4:3 ბერნსი-5 (ჰავლატი-13), 4:4 პაველსკი-13 (დემერსი-5, ჯ. ტორნტონი-20), 5:4 კუტური-12 (მარლო-11, ვლასიჩი-11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია