"იუტა ჯაზმა" "დალასის" ყოფილ კალათბურთელთან ჯოშ ჰოვარდთან კონტრაქტი შეათანხმა, თუმცა ხელშეკრულების დეტალები პრესისთვის უცნობი დარჩა
ცნობილი საკალათბურთო ანალიტიკოსი სტივენ სმიტი აცხადებს, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი უკმაყოფილოა გუნდში შექმნილი სიტუაციით და არ არის გამორიცხული, კლუბის ხელმძღვანელობას სხვა გუნდში გაცვლა მოსთხოვოს.

"მე უკვე დიდი ხანია ვამტკიცებ, რომ კობი გაცვლას მოითხოვს და ახლაც ამ აზრზე ვრჩები. ის გაბრაზებულია კლუბის ხელმძღვანელობაზე. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ "ლეიკერსმა" ვერ შეძლო კრის პოლის გაბირება. უბრალოდ, ჯიმ ბასის ბოლოდროინდელი მოქმედებები არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. "დალასთან" სერიის წაგების შემდეგ გუნდი არ გაძლიერებულა, პირიქით - რეგრესისკენ მიდიოდა. კობის კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ის ამას არ მოითმენს", - ამბობს სმიტი.

ამასობაში, "იუტა ჯაზმა" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "დალასის" ყოფილ კალათბურთელთან ჯოშ ჰოვარდთან, თუმცა ხელშეკრულების დეტალები პრესისთვის უცნობი დარჩა.

გასულ სეზონში ჰოვარდი "ვაშინგტონში" თამაშობდა და საშუალოდ 13.4 ქულასა და 6.5 მოხსნას აგროვებდა, თუმცა მუხლის ტრავმის გამო ძალიან ბევრი გაუცდა.

"ნიუ ჯერსის" ხელმძღვანელობამ შემადგენლობიდან დაითხოვა ფორვარდი თრევის აუთლო. შეგახსენებთ, რომ "ნეტსმა" ამ კალათბურთელთან 2010 წელს ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულება 35 მილიონი დოლარი იყო. აუთლო შარშან გუნდს 9.2 ქულითა და 4.0 მოხსნით დაეხმარა.

აუთლოს გაშვების შემდეგ "ნიუ ჯერსიმ" კონტრაქტი გააფორმა ფორვარდ აიმე უდოკასთან. ამ 34 წლის კალათბურთელმა შარშან 20 მატჩი ჩაატარა "სან ანტონიოს" შემადგენლობაში და მეტად მოკრძალებული სტატისტიკა დააფიქსირა - 0.7 ქულა და 1.0 მოხსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა