ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივეზე პოლონურ გაზეთში საინტერესო მასალა დაიბეჭდა
ერთ-ერთ პოლონურ გაზეთში საინტერესო მასალა დაიბეჭდა ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის მაიკ ტაისონის შესახებ, რომელსაც თან ერთვოდა მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის მცირე ინტერვიუ...

მაიკ ტაისონი ახლა უფრო უკეთ გამოიყურება, ვიდრე 10 წლის წინ, როცა დეტროიტში შედგა მისი ბრძოლა ცნობილ პოლონელ ანჯეი გოლოტასთან. კაზინო Mandalay Bay-ში, სადაც ამ დღეებში WBC-ის ყრილობა იმართებოდა, ტაისონი საკუთარ კეპებსა და მაისურებს უწევდა რეკლამას. ის მშვიდად და ღიმილით პოზირებდა ფოტოსთვის (55 დოლარი), რომლის რიგში კრივის უამრავი მოყვარული იდგა.

ფოტოსესიის შესვენებისას მან ინტერვიუზე თანხმობა განაცხადა და როცა გაიგო, რომ მასთან პოლონელ ჟურნალისტს უნდოდა გასაუბრება, მაშინვე იკითხა:

- არ მითხრათ, რომ გოლოტას ისევ უნდა ჩემთან ჩხუბი...

- არ ვიცი, მაგრამ ის აპირებს რინგზე დაბრუნებას.

- ჩვენ ძალიან ბებრები ვართ ამ ცირკისთვისა და მთელი ამ საკრივო ნეხვისთვის. რამდენიმე წუთის წინ ჰოლიფილდს ველაპარაკე. უნდა ვაღიარო, რომ კარგად გამოიყურება, მაგრამ არა იმდენად, რომ საუკეთესო მოკრივეების წინააღმდეგ გავიდეს რინგზე. საშუალო დონის მეტოქეებთან, შესაძლოა, რამე გამოუვიდეს, მაგრამ იქ, სადაც ნამდვილი დონე იწყება, ჩვენ არანაირი შანსი არ გაგვაჩნია. ეს თვითმკვლელობასავით იქნება.

- ამასწინ ვესაუბრე თქვენი ეპოქის კიდევ ერთ მოკრივეს - ლარი დონალდს და მასაც სურს დაბრუნება...

- ეს ამბავი მეც გავიგე. მაგრამ საუკეთესოებთან არც მას ექნება შანსი. პირადად მე ცალკე ტურნირს მოვაწყობდი 40 წელს გადაცილებულ მოკრივეებს შორის. უნდა ჩატარდეს რვარაუნდიანი ბრძოლები, რათა ბოლომდე გავძლოთ ფიზიკურად.

ეს ტურნირი საყურებლადაც უკეთესი იქნებოდა და უკეთ გაიყიდებოდა, ვიდრე ის, რასაც დღევანდელი სუპერმძიმე კატეგორია ჰქვია. ტელევიზია მას აუცილებლად შეიძენდა და მაყურებელიც მრავლად მოვიდოდა. წარმოიდგინეთ, რა სანახავი იქნება ბრძოლა მოკრივეების შორის, რომლებიც 15-20 წლის წინ ჩხუბობდნენ ერთმანეთში. შურისძიება ბრძოლისთვის, რომელიც მათ გარდა სხვას არავის ახსოვს.

- თქვენც გახვიდოდით რინგზე?

- მე თავს შევიკავებ. ახლა რინგზე გასვლის მეშინია. როცა ვუყურებ იმას, რასაც ადრე ვაკეთებდი, შიშის გრძნობა მიპყრობს. ხანდახან ვფიქრობ იმაზე, როგორი ადამიანი ვიყავი მაშინ. ამ ტურნირის შესახებ იდეა ჩემთვის არ არის, მაგრამ სხვებისთვის შესანიშნავი გასართობი იქნება.

თუმცა ერთი გამონაკლისი აუცილებლად უნდა დავუშვათ. მონაწილეთა სიაში არ უნდა იყოს უფროსი კლიჩკო. ის ასაკით შეესაბამება ვეტერანთა ტურნირს, მაგრამ არ მინდა მის გამო ჩემ ძველ მეგობრებსა და მეტოქეებს მორგში მივაკითხო.

P. S. აქ მოყვანილი ფოტო WBC-ის ყრილობაზეა გადაღებული. 45 წლის ტაისონი იხსენებს 1997 წლის ივნისში გამართულ სკანდალურ ორთაბრძოლას, როცა მან ყური მოაჭამა ევანდერ ჰოლიფილდს. ამჯერად, "რკინის მაიკი" WBC-ის აღმასრულებელ მდივანს მაურისიო სულეიმანს ემუქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vinsenti
ვინმემ ტუ იციტ სად ტარდება ბრდზოლები პულზე ტუ სადმე ეცყობა ასეტი ბრდზოლები დამიკავსჰირდიტ კარგი მებრდზოლი ვარ557921957
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა