"კანტუს" ქართველ ცენტრ გიორგი შერმადინს იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა მისტერ G შეარქვეს
ევროლიგაზე "კანტუსა" და "ოლიმპიაკოსის" მატჩის წინ იტალიელმა ჟურნალისტებმა გიორგი შერმადინს მიაკითხეს. მათ ამის მიზეზი ჰქონდათ: ქართველი ცენტრი სამი წელი "პანათინაიკოსის" ღირსებას იცავდა და კარგად მოეხსენება მისი კონკურენტი "ოლიმპიაკოსის" შესახებ.

ამასთან, შერმადინმა პირველ წრეში "კანტუს" მიერ პირეოსელთა ძლევაში დიდი წვლილი შეიტანა...

- ნოემბრის მატჩი არასოდეს დამავიწყდება - იტალიაში "ოლიმპიაკოსთან" მეტად დაძაბულ მატჩში გავიმარჯვეთ. ბოლო წამზე ჩემმა დაფარებამაც დიდი როლი ითამაშა გამარჯვებაში.

კარგად მახსოვს "პანათინაიკოსის" მაისურით "ოლიმპიაკოსთან" შეხვედრები. პირეოსელებს ყოველთვის მაღალი დონის გუნდი ჰყავდათ, ხოლო მათი დიდი პლუსი საშინაო მატჩებია. ამიტომ, უნდა ვეცადოთ პირველი წუთებიდან ბოლომდე ჩვენი თამაში ვუჩვენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში "ოლიმპიაკოსის" ძლევა გაგვიჭირდება, - აღნიშნა შერმადინმა, რომელსაც იტალიელებმა მისტერ G უწოდეს.

"კანტუ" ჩვეულად ვერ გაისარჯა და გამარჯვება საბერძნეთში დატოვა... იტალიურმა გუნდმა "ოლიმპიაკოსთან" 61:86 დათმო.

"კანტუში" მაღალ დონეზე მხოლოდ ვლადიმირ მიკოვი გაისარჯა, რომელმაც 34 წუთში 17 ქულა მოაგროვა, დანარჩენებს კი, მათ შორის ქართველ კალათბურთელებს თამაში დიდად არ წაუვიდათ.

შერმადინმა მოედანზე 18:08 წუთი გაატარა და 4 ქულას 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 1 ორქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ.

22:10 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა მანუჩარ მარკოიშვილმა. მანუმ 6-დან 2 ორქულიანი და 2 საჯარიმო გამოიყენა, 3 სამქულიანი ააცილა, ერთი შეცდომა დაუშვა, ოთხჯერ დაჯარიმდა, ხოლო მასზე ფოლი ორჯერ აიღეს.

"ოლიმპიაკოსის" რიგებში რამდენიმე კალათბურთელი გამოირჩა, ყველაზე კარგად კი ვასილის სპანულისმა (რომელიც "პანათინაიკოსში" შერმადინის თანაგუნდელი იყო) ითამაშა - 22 ქულა, 2 მოხსნა და 5 პასი.

ცხრა ტურის შემდეგ A ჯგუფში მეტად საინტერესო ვითარება შეიქმნა. ოთხ გუნდს - "კახა ლაბორალს", "ოლიმპიაკოსს", "ფენერბაჰჩესა" და "კანტუს" 5 მოგება და 4 მარცხი აქვთ.

ბოლო ტურში, რომელიც 22 დეკემბერს შედგება, ქართველთა კლუბი სტამბულის "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა