ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს სტივ ჰანსენი დამოძღვრავს
ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს სტივ ჰანსენი დამოძღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ის ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში მთავარი მწვრთნელის გრემ ჰენრის თანაშემწე იყო, რომელიც თანამდებობიდან ერთი თვის წინათ გადადგა.

სტივ ჰანსენი "ოლ ბელქსში" მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ 2004 წლიდან მუშაობს. მან გუნდთან ერთად საკმაოდ ნაყოფიერი, შეიძლება ითქვას, რომ მძიმე წლებიც გამოიარა. სტივი ნაკრების მორაგბეებს შორის ავტორიტეტით სარგებლობს და გრემ ჰენრის სარაგბო იდეოლოგიის გამგრძელებლად მიიჩნევა.

სტივ ჰანსენის კონკურენტი ეროვნული ნაკრების თანამდებობაზე დავით ზირაქაშვილის "კლერმონის" თავკაცი ვერნ კოტერი იყო. ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა კომიტეტმა ჰანსენი ერთხმად აირჩია მწვრთნელად. ის ამჯერად ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, თუმცა, სავარაუდოდ, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში გუნდს სწორედ ის წარუძღვება.

"ამაყი ვარ იმით, რომ ახალზელანდიური რაგბი ასეთ მაღალ დონეზეა და ამაში თუნდაც მცირეოდენი წვლილი მეც მიმიძღვის. ძალიან მიხარია, რომ ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობის საშუალება მომეცა. ჩემი მიზანია, გუნდის თამაში კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაძლიერდეს." - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა.

"ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ჰანსენმა 2004 წლიდან მოყოლებული დიდი სამუშაო გასწია გრემ ჰენრისთან ერთად, რათა "ოლ ბლექსი" ტრიუმფამდე მიეყვანა.

სტივს დიდ პატივს სცემენ ახალზელანდიელი მორაგბეები, ენდობიან და მხარს უჭერენ. ვფიქრობთ, რომ ყველაზე მეტად, სწორედ ის იმსახურებს "ოლ ბლექსის" მთავარი მწვრთნელი ერქვს"- თქვა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბრაიან ვილიამსმა.

ჰანსენს უფლება აქვს ერთი თანაშემწე აიყვანოს. კანდიდატები არიან იან ფოსტერი, "ქენთერბერის" ყოფილი მწვრთნელი ოზი მაკლინი და "ოლ ბლექსის" ფეხით თამაშის მწვრთნელი მაიკ ბირნი. საერთო აზრით, ეს უკანასკნელი ფავორიტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა