გივი კვარაცხელიასთვის ბორისოვოს ბატე-სთან შეხვედრა ბრესტის "დინამოს" შემადგენლობაში ბოლო აღმოჩნდა. ბრესტელები პირველობის 22 ტურის შემდეგ, 28 ქულით მე-6 ადგილზე იყვნენ და...

გივი კვარაცხელიასთვის ბორისოვოს ბატე-სთან შეხვედრა ბრესტის "დინამოს" შემადგენლობაში ბოლო აღმოჩნდა. ბრესტელები პირველობის 22 ტურის შემდეგ, 28 ქულით მე-6 ადგილზე იყვნენ და ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგეს. მატჩის შემდეგ "დინამოს" ოფიციალურმა ვებგვერდმა განცხადება გაავრცელა:

გივი კვარაცხელია ბრესტის დინამოს სათამაშო სივრცის მიღმა

"ბორისოვოს ბატეს-თან დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ ბრესტის "დინამოს" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ქართველი ნახევარმცველის გივი კვარაცხელიას სამსახურზე უარი ეთქვა. ეს ფეხბურთელი, რომელიც მტზ-რიპოში იური პუნტუსის ხელმძღვანელობით თამაშობდა, ჩვენს გუნდში შესვენების დროს ჩაირიცხა და 14 ივლისს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. "დინამოს" შემადგენლობაში კვარაცხელიამ რომელიც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, 5 შეხვედრა ჩაატარა (1 თასზე, 4 ჩემპიონატში). სულ მოედანზე 337 წუთი დაჰყო, მიიღო 1 ყვითელი ბარათი, გაზეთ "პრესბოლისგან" კი საშუალო შეფასება 4,88 დაიმსახურა. ამ მონაკვეთში "დინამომ" თასზე "ვედრიჩს" სძლია, გასვლაზე "ვიტებსკს", მინსკის "დინამოსთან" ფრედ ითამაშა და შინ "დნეპრთან" და ბატეს-თან წააგო".

ინფორმაციის ქვეტექსტი აშკარაა - გუნდში ჩარიცხვის შემდეგ ქართველი მალევე უსარგებლო გახდა და ამიტომაც გავუშვითო. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ გასული სეზონი რუსთავის "ოლიმპში" დაასრულა და კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. საქართველოში კი მინსკის მტზ-რიპოდან აღმოჩნდა. რა გახდა კლუბის ამ განცხადების მიზეზი, ამის გასარკვევად ფეხბურთელს ბელარუსში დავუკავშირდით:

- რატომ გაგიშვეს გუნდიდან?

- შედეგი არ არისო და ხელფასების 50%-ით შეკვეცა უნდოდათ, საკუთარი ნებით დაიკელიო. თავად ამას ვერ მოახერხებდნენ, რადგან კონტრაქტი გაფორმებული იყო და უსაფუძვლოდ არ შეიძლებოდა. მოკლედ, აშკარად ჩანდა, რომ გუნდში ვითარება აირია, ეს ფეხბურთელებსაც გადაედოთ და შედეგი მართლაც არ იყო. ასეთ დროს, როგორც წესი, განტევების ვაცად შედარებით მაღალანაზღაურებად ლეგიონერს აქცევენ ხოლმე... მოკლედ, ხელფასის განახევრებაზე კატეგორიული უარი ვთქვი. ამის შემდეგ გამომიქვეყნეს სწორედ ეს განცხადება. კონტრაქტი ჯერ არ დასრულებულა და სრული უფლება მაქვს, ბრესტის "დინამოს" ფიფაში ვუჩივლო. რა განცხადებაც უნდათ, ის გამოაქვეყნონ, მე ხო ვიცი, რა მოხდა რეალურად.

- ინფორმაციაში ისე ჩანს, თითქოს ბრესტელები თქვენით უკმაყოფილონი იყვნენ...

- მე ყველაფერი გითხარით, დანარჩენი კი თავად გაანალიზეთ. ამათ რაც აწყობთ, იმას ამბობენ. ხომ არ იტყვიან, კონტრაქტის პირობებს ვერ ვასრულებდით და ამიტომ გავუშვითო?! უფულოდ თვითონ ითამაშონ, მე ლეგიონერი ვარ და თან ბელარუსში სახლიც არ მაქვს, არადა, იქ ოჯახთან ერთად ვიყავი...

- ახლა რას აპირებთ?

- რადგან ბელარუსში სატრანსფერო ფანჯარა უკვე იხურება, არ არის გამორიცხული, რუსეთში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში წავიდე. მაიმედებენ და... ვნახოთ... თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს კონკრეტული და ნაღდი დაინტერესებაა. ახლა ძნელია სადმე წასვლა, სეზონი ყველგან დაწყებულია, გუნდებიც დაკომპლექტებულია და სეზონის მსვლელობისას კონტრაქტის გაფორმება ძნელია.

- საქართველოში დაბრუნებას გამორიცხავთ?

- ჩვენთან ხომ 31 აგვისტოს წყდება ტრანსფერები?

- დიახ, ასეა...

- თუ თავისუფალი აგენტი გავხდი, და ის განცხადება სწორედ ამას ნიშნავს, მაშინ ნებისმიერ დროს შემიძლია ნებისმიერ ქვეყანაში კონტრაქტის გაფორმება. თუმცა ხომ გითხარით, ახლა კონკრეტული ვარიანტი არ მაქვს... ისე, კიდევ კარგი, წამოვედი - როცა ჩავირიცხე და გუნდში არსებულ ვითარებას გავეცანი, ძალიან ვინანე, ასეთი ცუდი გუნდი ცხოვრებაში არ მინახავს, ასე არსად დავტანჯულვარ, სულ 4 თამაში ჩავატარე და დაფიქრდით, რეალურად რატომ უნდა ყოფილიყვნენ ჩემით უკმაყოფილოები? ჩემი ბრალია, თავდამსხმელი "დაღეჭილ" პასს რომ იღებს და 2 მეტრიდან ცარიელ კარს აცილებს? ხუთჯერ ერთი-ერთზე გავიყვანე მეკარესთან, მაგრამ თითქოს შეეშინდაო...

- ზაზა ჭელიძე დარჩა?

- როგორც მითხრა, რჩება.

- ხელფასი მასაც შეუმცირეს?

- არ ვიცი, ბრესტიდან ისე წამოვედი, ზაზასთან ნორმალურად დალაპარაკება ვერც მოვასწარი. ახლა მინსკში ვარ და უახლოეს დღეებში თბილისში გამოვფრინდები.

- ისევ საქართველოზე გკითხავთ: დაბრუნებას გამორიცხავთ?

- სად დავბრუნდე? რომელ გუნდში? საქართველოში ვიყავი და არავის არაფერი შემოუთავაზებია, რისი იმედი უნდა მქონდეს?!

- მოკლედ, უგუნდოდ დარჩენის საშიშროება გაქვთ...

- თუ გუნდი გამოჩნდა, ხომ კარგი, თუ არა და, დეკემბრამდე მომიწევს მოცდა...

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა