"არმიას" თავკაცი "ლეიდენთან" მარცხის გადაბრალებას არავისთვის აპირებს
საქართველოს ჩემპიონმა "არმიამ" ევროჩელენჯზე გამოსვლა სამშაბათს ჰოლანდიაში დაასრულა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი "ლეიდენთან" 59:76 დამარცხდა და მომდევნო ეტაპის საგზური ჰოლანდიელებს დაუთმო.

ქართველ გულშემატკივარს საშუალება არ ჰქონდა მატჩის ხილვისა, ამიტომ წაგების მიზეზებზე მსჯელობა რთულია.

ვფიქრობ, მკითხველს დააინტერესებს გუნდის მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის მოსაზრება, რომელსაც გუშინ ვესაუბრეთ.

- "არმიამ" მატჩის პირველი მეოთხედი აშკარად ჩააგდო. რა იყო ამის მიზეზი?

- საწყის 10 წუთში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ფაქტობრივად, სწორედ პირველმა მეოთხედმა მოახდინა დიდი გავლენა საბოლოო შედეგზე. წარუმატებელი თამაშის არაერთი მიზიზი იყო, თუმცა კონკრეტული მიზეზის მოძებნა მიჭირს.

ვერ ვიტყვი, რომ კალათბურთელებს გათვითცნობიერებული არ ჰქონდათ შეხვედრის მნიშვნელობა. ყველას ძალიან სურდა გამარჯვება და შესაძლოა, ზედმეტმა მონდომებამაც იმოქმედა უარყოფითად.

მას შემდეგ, რაც "არმია" ჩამოყალობდა, ასე ცუდად პირველი მეოთხედი არ ჩაუტარებია. ჰოლანდიელთა შემოტევის პირველ ტალღას ვერ გავუძელით. მეოთხედში მეტოქემ 29 ქულა კი ჩააგდო, მაგრამ დაცვაზე მეტად შეტევაში გაგვიჭირდა. შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდით, რასაც დაკარგვები მოსდევდა და მეტოქეც ამით სარგებლობდა - სწრაფი შეტევით სხვაობას ზრდიდა.

10 წუთის შემდეგ დავმშვიდდით და თამაშიც გამოვასწორეთ, ჩამორჩენა 9 ქულამდე შევამცირეთ, მაგრამ თამაშის საბოლოოდ შემოტრიალება ვერ მოვახერხეთ.

- წაგების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, ალბათ, შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები იყო: დაგაკლდათ გეინსი და დიასი, ხოლო სამი ახალწვეული ორი კვირის ჩამოსული იყო...

- გამთამაშებელი სანდიატა გეინსი ამერიკაში წავიდა. იგი გუნდთან ერთად სეზონის დასაწყისიდან ემზადებოდა და დიდი მოცულობის სამუშაოსაც ასრულებდა. მოკლე დროში პლეიმეიქერის სრულფასოვნად შეცვლა ძნელი საქმეა. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ სასტარტო ხუთეულის მეორე წევრიც დაგვაკლდა - გილერმო დიასმა ტრავმა მიიღო და ევროჩელენჯის ბოლო ორ მატჩში ვერ დაგვეხმარა. "ბეშიქთაშთან" დიასის გარეშე ყველაფერი ნორმალურად გამოვიდა, "ლეიდენთან" - ვერა.

- მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვით, მეოთხე პერიოდის დასაწყისამდე მჯეროდა ჩემი გუნდის წარმატებისაო...

- ბოლო წუთებამდე მჯეროდა. დასაწყისში იყო შემთხვევები, როცა თავისუფალი პოზიციიდან ნატყორცნი არაერთი ბურთი ავაცილეთ. მოხსნებშიც გვჯობნიდნენ. არადა, ევროჩელენჯზე გამოცდილი შემადგენლობა გვყავს. უილიამ ტომასი და იოაკიმ შელბომი შეჯიბრების პირველი მომხსნელები არიან. ტომასი, თამაშში დაახლოებით 7 მოხსნას მეოთხე პერიოდში აგროვებს. ამიტომ, მჯეროდა, რომ თამაშს აუცილებლად გამოვასწორებდით.

მდგომარეობა მართლაც გამოვასწორეთ, მაგრამ საბოლოო წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. არ მინდა ვინმემ ჩემი ლაპარაკი ისე გაიგოს, თითქოს წაგებას კალათბურთელებს ვაბრალებდე. მწვრთნელი ვარ და მარცხი ჩემი ბრალია. მოთამაშეების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

შეხვედრის შემდეგ "ლეიდენის" თავკაცს უთქვამს, "არმია" კარგად გვყავდა შესწავლილი და იმიტომაც მოვუგეთო. სიამოვნებით დავჯდები ნებისმიერ სპეციალისტთან და ვიდეოფირის დახმარებით გავარჩევ მატჩს. ვნახავთ, რა ჰქონდათ ჰოლანდიელებს შესწავლილი... ეს რა შუაშია, თავისუფალი პოზიციიადნ ტყორცნების აცილებასთან?

- როგორც წესი, მასპინძლებს მსაჯები ზოგჯერ შეუმჩნევლად ეხმარებიან...

- წაგების არც მსაჯებისთვის გადაბრალებას ვაპირებ. არავისთვის ახალი არ არის, რომ ზოგჯერ არბიტრები მასპინძელს უფრო ხისტად თამაშის საშუალებას აძლევენ. თუმცა, "არმიას" მასპინძლობის შემთხვევაში ასე არ მომხდარა. არადა, "ბეშიქთაშთან" მატჩში ერთ სასტვენს შეეძლო ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაეწყვიტა.

- ფრეიე მხოლოდ ევროჩელენჯის განაცხადში გყავდათ შეყვანილი, საქართველოს ჩემპიონატში არ თამაშობდა. ლოგიკურად, ჩნდება კითხვა - დარჩება იგი გუნდში?

- იგი უკვე წავიდა. მასთან და კლიფ ჰოუკინსთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ისინი ჩვენთან მანამ უნდა დარჩენილიყვნენ, სანამ ევროჩელენჯზე ვითამაშებდით. რადგან შეჯიბრებას გამოვეთიშეთ, ისინი გუნდიდან უკვე წავიდნენ. ყველა დანარჩენი "არმიაში" სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ცხადია, მიზანი არ შეცვლილა, კვლავ ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. ჰოლანდიიდან დაბრუნების შემდეგ სუპერლიგისთვის ვემზადებით. ამ წრეში ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის - შაბათს "სოხუმთან", ხოლო ერთი კვირის შემდეგ მორეადგილოსან "ოლიმპთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

devi
რომა! ძალიან გაბედულ კომენტარს აკეთებ მწვრთნელის შერჩევაზე, მაგრამ ის ინფორმაცია თუ გაგაჩნია, მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელები რა გასამრჯელოს ითხოვენ ან, როგორ ფინანსდება ჩვენი ნაკრები.
roma
მაპატიოს ბატ-ნმა ტუღუშმა,მაგრამ მისთანა ცხვირმოუხოცელი მწვრთნელები,რომ რამეს აღწევდნენ საერთაშორისო ასპარეზზე,მაშინ ცნობილი კლუბები ამდენ თანხებს კი არ დახარჯავდნენ სერიოზულ მწვრთნელებში.კლუბს სჭირდება კვალიფიციური მწვრთნელი.ასევე დიდი შეცდომაა ნაკრებში კოკოშკოვის დატოვებაც.ის კარგი ადამიანია,მადლობა მას ყველაფრისთვის,მაგრამ ახლა ჩვენ სხვა მიზნები გვაქვს და სხვა დონის მწვრთნელები გვჭირდება.
roma
მაპატიოს ბატ-ნმა ტუღუშმა,მაგრამ მისთანა ცხვირმოუხოცელი მწვრთნელები,რომ რამეს აღწევდნენ საერთაშორისო ასპარეზზე,მაშინ ცნობილი კლუბები ამდენ თანხებს კი არ დახარჯავდნენ სერიოზულ მწვრთნელებში.კლუბს სჭირდება კვალიფიციური მწვრთნელი.ასევე დიდი შეცდომაა ნაკრებში კოკოშკოვის დატოვებაც.ის კარგი ადამიანია,მადლობა მას ყველაფრისთვის,მაგრამ ახლა ჩვენ სხვა მიზნები გვაქვს და სხვა დონის მწვრთნელები გვჭირდება.
რატიშვილი პიტეშტში – რუმინეთისა და მონტენეგროს მატჩზე
კალათბურთის მაგიდის მსაჯთა კოლეგიას კახეთის რეგიონიდან 6 წევრი შეემატა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს