ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

იგორ კოკოშკოვი: საქართველო ჩემი სახლია!

იგორ კოკოშკოვი: საქართველო ჩემი სახლია!

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების სერბმა მწვრთნელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ქართველი გულშემატკივრისთვის თავის მოწონება ნებისმიერ მწვრთნელს უჭირს. მითუმეტეს უცხოელს. კალათბურთელთა ნაკრების დამრიგებელმა იგორ კოკოშკოვმა კი ეს მოახერხა - მის მიერ მიღწეული შედეგებით ბევრი კმაყოფილია და ლოგიკურია, რომ მასთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

სერბი სპეციალისტი მთავრობამაც დააფასა და გუშინ ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კახეთში ღირსების ორდენი გადასცა.

კოკოშკოვთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდაო, ზემოთ კი დავწერეთ, მაგრამ არ გვითქვამს როდის მოეწერა ხელი ახალ ხელშეკრულებას.

დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დილის 10 საათზე საქართველოს ნაკრების ყოფილი და ახალი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი ჟურნალისტებსაც გაესაუბრა და კალათბურთის ფედერაციის მიერ შეთავაზებულ კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

- იგორ კოკოშკოვი საქართველოში ფინიქსიდან 25-საათიანი მგზავრობის შემდეგ შაბათს ღამით ჩამოვიდა. კვირას, დღის ბოლოს კვლავ ამერიკაში გაფრინდება. მას კალათბურთის ფედერაციამ 2+2 სისტემის კონტრაქტი დაახვედრა, რაზეც იგი ხელს ახლა მოაწერს, - გვითხრა ფედერაციის გენარალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა.

ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბესიკ ლიპარტელიანმა კი განმარტა:

- რამდენიმე დღის წინ გავაჟღერეთ ინფორმაცია, რომ იგორ კოკოშკოვთან შეთანხმებას მივაღწიეთ და იგი ნაკრებს ევრობასკეტი 2013-ის დასრულებამდე უხელმძღვანელებს. მან ჩვენს მიერ აქამდე დასახული ყველა მიზანი შეასრულა და ნამდვილად არ გვქონდა საფუძველი თუ სურვილი მწვრთნელი შეგვეცვალა. იგორ კოკოშკოვით კმაყოფილები ვართ, რისი დასტურიც ახალი კონტრაქტი იქნება.

- მოხარული ვარ, რომ საქართველოში კიდევ მომიწია ჩამოსვლა. სერბი ვარ, ამერიკაში ვცხოვრობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ჩემი სახლია. განვლილ ოთხ წელიწადში გუნდთან ბევრი ვიმუშავე, ნაკრების წევრებთან, ხალხთანა და ფედერაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობა საინტერესო და სასიამოვნო იყო.

ამიტომ, როცა ახალი ხელშეკრულების გაფორმება შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან კიდევ ერთხელ ვიგრძენი ჩემდამი ნდობა, - თქვა ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატმა იგორ კოკოშკოვმა და ერთი წუთიც არ დასჭირდა კანდიდატობიდან მთავარ მწვრთნელობამდე - კონტრაქტზე საკუთარი ავტოგრაფი დასვა.

დავინტერესდით, კონკრეტულად რა დაუსახა მიზნად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ სერბ მწვრთნელს. პასუხი ბესიკ ლიპარტელიანმა გაგვცა:

- მთავარი მიზანია ნაკრების თამაშის კიდევ უფრო გაუმჯობესება. შესარჩევი ეტაპიდან (2012 წელს) ევრობასკეტზე თითო ჯგუფიდან ორი გუნდი გავა, რომლებსაც საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ოთხი მესამეადგილოსანი დაემატება. იგორ კოკოშკოვისგან ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, იქ კი კარგი შედეგის ჩვენებას ვითხოვთ.

ამასთან, მწვრთნელმა უნდა სათანადადოდ წარმართოს გაახალგაზრდავების პროცესი. ნაკრებში არიან წევრები რომლებმაც თავისი სიტყვა უკვე თქვეს, სპორტული თვალსაზრისით ასაკიანებიც არიან. სწორედ მათ უნდა ჩაენაცვლოს ახალი თაობა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ნაკრების წევრი ანატოლი ბოისა და მწვრთნელთა შტაბის ორი წარმომადგენელი დავით უსტიაშვილი და კოტე ტუღუში. იგორ კოკოშკოვის ნაკრებში დარჩენა კოტემაც დადებითად შეაფასა:

- სასიხარულოა, რომ იგი ჩვენს გუნდში დარჩა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგორ კოკოშკოვს საქართველოს ნაკრებში თავი არ ამოუწურავს. ამიტომ მასთან ერთად წინსვლას უნდა ველოდოთ. ბატონი იგორი მცოდნე სპეციალისტია და საქმეს გულიანად უდგებოდა, ეს ორმაგად დაუფასდა - ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დადებითი შედეგი უჩვენა, ხოლო კალათბურთის ფედერაციისგან ახალი შეთავაზება მიიღო.

ახლა ანატოლი ბოისას მოვუსმინოთ:

- ლოგიკური გადაწყვეტილებაა. მას მერე, რაც იგორ კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრებთან ერთად გააკეთა, მოსალოდნელი იყო, რომ მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებდნენ. მისი გუნდში დარჩენა იმიტომაცაა კარგი, რომ შემადგენლობას კარგად იცნობს და ახალი მწვრთნელისგან განსხვავებით თითოეული კალათბურთელის ცალკე გაცნობა არ მოუწევს. იმედი მაქვს, მასთან ერთად წარმატებული 2012 წელი გველის.

ოფიციალური მხარის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

- ფურცელი და კონტრაქტი ფორმალობაა, მთავარია, რომ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი ორივე მხარეს ჰქონდა. აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, ფედერაცია სწორი მიმართულებით მიდის და მეც მოხარული ვარ, რომ კვლავ პროექტის ნაწილად დავრჩი. აქამდეც მაქსიმუმს ვაკეთებდით და ამიერიდანაც ყველა ღონეს ვიხმარ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპაში ღირსეულად წარმოჩნდეს.

- ლიტვში გამართულ ევრობასკეტზე ტოპ-12 გუნდს შორის მოვხვდით, რითაც თამასა მეტად მაღლა აიწია. კარგად გესმით, რომ საქართველოს ნაკრებისგან კვლავ მაღალ შედეგებს ველით.

- მუშაობის გაგრძელებას რომ დავთანხმდი, ვიცოდი რა ამოცანები დადგებიდა ჩემს წინაშე. ყველაფრისთვის მზად ვარ. საერთოდ, გარკვეულ სიმაღლემდე ასვლა ძნელია, თუმცა უფრო ძნელი სიმაღლის შენარჩუნებაა.

საქართველოს ნაკრებმა ჯერ მეორიდან პირველ დივიზიონში გადაინაცვლა, შემდეგ ევრობასკეტზე ითამაშა, სადაც პირველი ჯგუფური ეტაპი გადალახა და საუკეთესო 12 გუნდს შორის მოხვდა. 2013 წელს გასამართ მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე ამის გამეორება იოლი არ იქნება, მაგრამ ვიცი რომ ქართველი გულშემატკივარი და მედია კვლავ თორმეტეულში მოხვედრას ელის, სხვა შედეგი წარუმატებლობად ჩაითვლება. მიზნის მისაღწევად ისევე მონდომებით ვიმუშავებთ, როგორც აქამდე. ვიბრძოლებთ თითოეული მატჩის მოსაგებად. ჩვენმა კალათბურთელებმა უკვე დაინახეს, რომ დიდ გუნდებთან ბრძოლა და გამარჯვებაც შეუძლიათ.

- ევრობასკეტი-2013-ის წილისყრა 4 დეკემბერს შედგა. საქართველოს ნაკრების მეტოქეებზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- ჯგუფში პირველობისთვის ჩვენი მთავარი კონკურენტი ბოსნიაა, რომელმაც 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ბოსნიელების შემადგენლობაში ევროლიგის არაერთი გამორჩეული კალათბურთელი ირიცხება.

- ჰოლანდიასა და ლატვიას 2011 წელს ამხანაგურად ეთამაშეთ. რა დონის გუნდები ჰყავთ?

- ლატვიაც ევრობასკეტზე იყო და გამოჩნდა, რომ იოლი დასაძლევი ბარიერი არავისთვისაა, ახალგაზრდული, ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ჰოლანდიელები აქამდე მეორე დივიზიონში თამაშობდნენ, თუმცა ყოველთვის ჰქონდათ ელიტაში მოხვედრის სამართლიანი პრეტენზია.

ჰოლანდიელების მთავარი პლუსი სიმაღლეა - ხარისხიანი მეფარეები ჰყავთ. რუმინეთი თითქოს აუტსაიდერია, თუმცა მასთანაც სერიოზული მიდგომაა საჭირო. გემახსოვრებათ, 2010 წელს თბილისში ისინი 10-ქულიანი სხვაობითაც ვერ დავამარცხეთ.

- არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ვინ დაიცავს საქართველოს ნაკრების ღირსებას ნატურალიზებულთაგან: ისინი, ვისაც აქამდე ენდობოდით, თუ ახალს მოძებნით?

- შესაძლოა, მომდევნო თვეებში აზრი შევიცვალო, მაგრამ სადღეისოდ ვფიქრობ, გაისადაც მათ დავეყრდნობი, ვინც აქამდე გვყავდა. ტორინ გრინი და მარკიზ ჰეინსი ესპანურ "გრან კანარიაში" კარგად ირჯებიან. ორივე მაღალი დონის კალათბურთელია, რასაც ესპანეთსა და ევროთასზე ამტკიცებენ.

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება

ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...