ვარშავაში სწრაფ ჭადრაკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველ დიდოსტატმა ოქროს მედალი მოიპოვა
ათი მოგება, ორი ყაიმი, ერთი მარცხი და ოქროს მედალი - ასეთია ქართველი დიდოსტატის ბაადურ ჯობავას მონაგარი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც პოლონეთის დედაქალაქმა უმასპინძლა.

ვარშავაში გამართულ ტურნირზე თითოეულ მოჭადრაკეს პარტიისთვის 15-15 წუთი ეძლეოდა ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით. ორი დღის განმავლობაში 13 ტური გათამაშდა (შეჯიბრებაში 746 ქალ-ვაჟი მონაწილეობდა, მათ შორის - 67 დიდოსტატი).

ჯობავამ ზედიზედ ექვსი პარტია მოიგო: დაამარცხა ლატვიელები - მარია გოლუბევა და არტურს ნეიკრანსი, ფრანგი გურილ როუსი, პოლონელები - პაველ სტომა, კასპერ პიორუნი და ვოიჩეკ მორანდა, მეშვიდე-მერვე ტურებში ალექსეი შიროვსა (ესპანეთი) და იან ნეპომნიაშჩის (რუსეთი) დაუზავდა, მეცხრეში კი მოულოდნელად არცთუ ისე ძლიერ უნგრელს - ვიქტორ ერდოშს დანებდა.

ამ წაგების შემდეგ იგი 1,5 ქულით ჩამორჩებოდა ერთპიროვნულ ლიდერ სანან სიუგიროვს (რუსეთი), სამი მოჭადრაკე კი ჩვენებურს თითო ქულით უსწრებდა. ყოველივეს მიუხედავად, ბოლო ტურებში ჯობავამ შეძლო ძალების მობილიზება და საფინიშო სპურტზე ოთხი მეტოქე (პოლონელი მარჩინ ძიუბა, უნგრელი ტომაშ ბანუში, რუსი არტიომ ტიმოფეევი, უკრაინელი ანდრეი ვოლოკიტინი) შეიწირა, მოაგროვა 11 ქულა და სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობებზე კლასიკური პარტიებით ჯობავას თითო ვერცხლი და ბრინჯაო აქვს მოპოვებული. პოლონურ ბატალიებამდე კი მან მილანის საერთაშორისო ტურნირი ცხრა შესაძლებლიდან 8,5 ქულით მოიგო. ვერაფერს იტყვი - სეზონის ჩინებული ფინიშია.

ვარშავაში ქართველ დიდოსტატს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და, შესაბამისად, მეორე-მერვე ადგილებზე გავიდნენ ვიქტორ ერდოში (უნგრეთი), ანტონ კორობოვი (უკრაინა), სანან სიუგიროვი (რუსეთი), რობერტ კემპინსკი (პოლონეთი), სერგეი მოვსესიანი (სომხეთი), ალექსანდრ მისტა (პოლონეთი), მიხალ ოლშევსკი (პოლონეთი).

საგულისხმოა, რომ ვარშავაშივე დამთავრდა ევროპის ჩემპიონატი ბლიცში (3 წუთს + 2 წამი). საპრიზო ადგილები აქ 26 შესაძლებლიდან 20-20 ქულით ჰრანტ მელქუმიანმა (სომხეთი), ალექსეი დრეევმა (რუსეთი) და რადოსლავ ვოიტაშეკმა (პოლონეთი) გაინაწილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა