თურქეთში მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენმა მოჭადრაკეებმა სამხრეთ აფრიკის გუნდს 4:0 სძლიეს
თურქულ მარდინში გუშინ დაიწყო და 27 დეკემბერს დასრულდება მოჭადრაკე ქალთა გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც 10 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაებნენ (კენჭისყრის მიხედვით): ინდოეთი (საშუალო რეიტინგი 2483), თურქეთი (2067), სამხრეთ აფრიკა (1877), სომხეთი (2416), ვიეტნამი (2307), რუსეთი (2509), საბერძნეთი (2256), საქართველო (2482), ჩინეთი (2528), უკრაინა (2446).

გუშინ პირველ ტურში ჩვენმა მოჭადრაკეებმა (ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, კაპიტანი ნინო გურიელი, მწვრთნელები - ზურაბ სტურუა, თამაზ გელაშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი გია გიორგაძე) სამხრეთ აფრიკის გუნდს 4:0 სძლიეს.

ძაგნიძე, რომელიც პეკინში მსოფლიო ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობდა, გუშინ ისვენებდა, ჯავახიშვილმა, ხოტენაშვილმა, ხურციძემ და მელიამ, შესაბამისად, სესილ ვან დერ მერვე, ანსელ სოლომონსი, დენის ფრიკი და ლორენ ვან ნიეკერკი დაამარცხეს.

დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ინდოეთი - უკრაინა 2:2 (ჰამფი კონერუ-ანა უშენინა 1:0, ჰარიკა დრონავალი-მარია მუზიჩუკი 0,5:0,5, ტანია საჩდევი-ინა გაპონენკო 0,5:0,5, როუთ რადმინი-ნატალია ჟუკოვა 0:1), თურქეთი-ჩინეთი 1,5:2,5 (ბეთულ ილდიზი-ცზიუ ვენძიუნი 0,5:0,5, კუბრა ოზთურქი-ჟან სიუე 1:0, კარდელენ ჩემჰანი-თან ჟონი 0:1, იესიმ პათელი-ჟან სიაოვენი 0:1), სომხეთი-საბერძნეთი 4:0 (ლილით მკრტიჩიანი-მარინა მაკროპულუ 1:0, ლილით გალოიანი-ეკატერინი ფახირიდუ 1:0, მარია კურსოვა-ეკატერინი პავლიდუ 1:0, ნელი აგინიანი-ზოი იორდანიდუ 1:0), ვიეტნამი-რუსეთი 1,5:2,5 (ნგუენ პჰამ ლე ტაო-ნადეჟდა კოსინცევა 0,5:0,5, ჰოანგ თი ბაო თრამი-ტატიანა კოსინცევა 05:05, ნგუენ თი თჰამ ანი-ალექსანდრა კოსტენიუკი 0,5:0,5, ჰოანგ თი ნჰუ-ვალენტინა გუნინა 0:1).

დღეს მე-2 ტურში ითამაშებენ: საქართველო-სომხეთი, უკრაინა-რუსეთი, საბერძნეთი-ვიეტნამი, ჩინეთი-სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი-თურქეთი.

ჩემპიონატზე 23 დეკემბერი დასვენების დღეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა