ინგლისის პრემიერლიგა. ტურის გამოძახილი
25 წლის ესპანელი დავიდ სილვას გოლით „მანჩესტერ სიტიმ“ ცხრილის სათავეში ადგილი შეინარჩუნა. ისტლენდელებმა ძლიერ მეტოქეს, „არსენალს“ მოუგეს.

არადა, სანამ ეს მატჩი დასრულდებოდა, ინტერნეტის ონლაინ-ცხრილებში პირველ ადგილზე უკვე „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეწერა - ინგლისის ჩემპიონმა, რამდენიმე საათით ადრე, ლონდონში იოლად სძლია „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ - 2:0 და სულ ცოტა ხნით გაიხსენა, როგორია, როდესაც ინგლისურ ფეხბურთს ლიდერის პოზიციიდან გადმოჰყურებ.

„მეთოფეებთან“ გამარჯვებით გახარებული რობერტო მანჩინი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი საშობაოდ... და მერეც, მთელი სეზონის განმავლობაში, პირველ ადგილზე იქნება. კერძოდ, იტალიელმა თქვა:

„ძალიან გვინდოდა გამარჯვება, ცხრილის სათავეში დამკვიდრება და ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ სეზონის დამთავრებამდე ჯერ დიდი დროა. თუ არ მოვდუნდებით და მუხლჩაუხრელ შრომას განვაგრძობთ, ბოლომდე ლიდერები ვიქნებით. რა საკვირველია, ყოველ შეხვედრაში დიდი ბრძოლები გველის. ფაქტია, „მანჩესტერ იუნაიტედი“ უძლიერესია და მისი ჯობნის გარეშე ჩემპიონობაზე ფიქრი გულუბრყვილობა იქნებოდა. ჩვენ უშუალოდ „იუნაიტედთანაც“ გველის დიდი საგაზაფხულო ბრძოლა“.

თუმცა, საგაზაფხულო მანჩესტერულ დერბიმდე ჯერ შორია. ის 28 აპრილსაა დანიშნული. მანამდე კი ეგრეთწოდებული „ბოქსინგ დეი“ ანუ შობის მეორე დღის თამაშები მოდის. მანამდე კი, კიდევ ერთი ტურია - ინგლისში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თუ ვინ იქნება პირველ ადგილზე 25 დეკემბერს. „მანჩესტერ სიტი“ ისტლენდელები ხვალ, საქართველოს დროით ღამის 23 საათსა და 45 წუთზე „სტოკ სიტის“ უმასპინძლებენ და თუ მოუგებენ, 1929 წლის შემდეგ პირველად შეხვდებიან უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს ცხრილის სათავეში. მანჩინის გაეცინა:

„ჩვენ ცხრილის სათავეში ყოფნას მარტო საშობაოდ კი არ ვაპირებთ, იქ დიდი ხნით გვინდა დამკვიდრება. „სტოკთან“, რასაკვირველია, დიდი ბრძოლა გველის. დღეისათვის „სტოკ სიტი“ „არსენალივით“ არის, ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა