31 დეკემბერს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი 70 წლისა გახდება
31 დეკემბერს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი 70 წლისა გახდება. დიდ შოტლანდიელს სურს საკუთარ თავს დაბადების დღეზე საჩუქარი მიართვას და გუნდი ცხრილში პირველ ადგილზე გადაიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ ბოლო ტურში „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ 2:0 მოუგო და ოთხი საათით (!) პირველ ადგილზე დაბრუნდა...

ფერგი ამბობს: „თუ საახალწლოდ ცხრილის სათავეში მოვექცევით, უდიდეს სიამოვნებას მივიღებთ. იმედი მაქვს, მერე შანსს ხელიდან აღარ გავუშვებთ და ჩემპიონატის ბოლომდე პირველი ადგილით მივალთ. მოკლედ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩემპიონატის მეორე ნახევარში, რაღაც მომენტში, პირველ ადგილზე გადავხტეთ და მერე სულ სხვანაირად წავა ყველაფერი“.

კვირას, „ლოფტას როუდზე“ გამარჯვებისათვის 26 წლის უეინ რუნისა და 30 წლის მაიკლ ქერიკის გოლები საკმარისი აღმჩნდა. კაცმა რომ თქვას, ინგლისის ჩემპიონს ამ გოლების გასატანად და თამაშის მოსაგებად მაინც და მაინც არც უწვალია, მაგრამ ფერგიუსონი დიდად

კმაყოფილი მაინც ვერ დარჩა:

„ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი გავანიავეთ და ეს არ მომეწონა. მომენტების ხელიდან გაშვება, რა საკვირველია, პრობლემაა. „რეინჯერსთან“ შეხვედრაში, 30-ე წუთისთვის ყველაფერი დასრულებული უნდა ყოფილიყო. არ მინდა აღუნიშნავი დამრჩეს მასპინძელთა მეკარის, რადეკ ჩერნის დამსახურებაც, თუმცა ჩვენ ვალდებული ვიყავით, დანარჩენ ეპიზოდებში, მეტი სიზუსტე გამოგვეჩინა.

თამაშის წინ რომ გეკითხათ, 2:0-ზე ყაბულს თუ ხართო, რასაკვირველია, გიპასუხებდით, რომ ყაბულს ვართ, მაგრამ შემდეგ, თამაში ისე წარიმართა, რომ „ქუინზ პარკ რეინჯერსისთვის“ იმედის ნაპერწკალიც კი არ უნდა დაგვეტოვებინა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე