გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში ქვეყნის 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა
გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში გაიმართა ქვეყნის 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოვების ცერემონია.

წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარეს ბიატლონში მსოფლიოს ათგზის ჩემპიონი მაგდალენა ნოიერი. თავის ნომინაციაში მან უკან ჩამოიტოვა ჩოგბურთელი ანდრეა პეტკოვიჩი და მსოფლიოს თასის მფლობელი, სამთომოთხილამურე მარია რიში.

მამაკაცებს შორის საუკეთესო გახდა “დალას მავერიქსის” კალათბურთელი დირკ ნოვიცკი, რომელმაც წელს NBA-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და “მაიამისთან” ფინალური სერიის MVP გახდა. ნოვიცკის კონკურენტები იყვნენ ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი და მაგიდის ჩოგბურთის მოთამაშე ტიმო ბოლი.

საუკეთესოები დაასახელეს ბელგიაშიც. WTA-ის ტურში თითქმის სანახევროდ გაცდენილი სეზონის მიუხედავად, ქალებს შორის ყველას აჯობა მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა კიმ კლაისტერსმა. ამ უკანასკნელმა ძალიან ძლიერად ჩაატარა სეზონის სტარტი, როცა ზედიზედ გავიდა სიდნეის, ავსტრალიის ღია პირველობისა და პარიზის ფინალებში, თუმცა აქედან მხოლოდ მელბურნში გამარჯვება მოახერხა - იქ კიმმა კარიერაში მეოთხედ მოიგო “დიდი სლემის” ტურნირი.

კაცებს შორის გამარჯვებული გახდა ველომბროლი ფილიპ ჟილბერი, რომელმაც მთელი ველოსეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და სათავეში ჩაუდგა UCI-ის (ველომბროლთა საერთაშორისო კავშირი) რეიტინგს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რატომ არ შედგა "ბაიერნში" ოსიმენის ტრანსფერი?
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება