ოქსანა ანკარის ტურნირში თანამემამულეებთან, გორგოძესთან, ქვაცაბაიასთან და ტატიშვილთან ერთად მოხვდა
ზუსტად 7 თვის იძულებითი უქმობის შემდეგ კორტებს 21 წლის ოქსანა კალაშნიკოვა (347) დაუბრუნდა - ეს თურქეთის დედაქალაქ ანკარას საერთაშორისო ტურნირში (50 ათასი დოლარი) მოხდა.

კალაშნიკოვას საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში ასპარეზობის შემდეგ არსად უთამაშია, ზურგს მკურნალობდა. ამასობაში ჩვენებურმა რეიტინგში დაახლოებით 200 ადგილი დაკარგა (ოქსანას საუკეთესო შედეგი მსოფლიოს 156-ე ჩოგნობაა).

კალაშნიკოვა ანკარაში საკვალიფიკაციო ბადეში მოხვდა თანამემამულეებთან, ეკა გორგოძესთან (397), სოფიო ქვაცაბაიასთან (433) და თეონა ტატიშვილთან ერთად.

ოქსანა მე-3 ნომრად იყო განთესილი, ხოლო გორგოძე - მერვედ. კალაშნიკოვა პირველ წრეში ისვენებდა, გორგოძემ უკრაინელ ხრისტინა კაზიმოვას (839) მოუგო - 6:3, 7:5. დანარჩენი ორი ჩვენებური დამარცხდა - ქვაცაბაიამ მე-5 ნომრად განთესილ ბელარუს პოლინა პეხოვასთან (366) დათმო - 3:6, 5:7, ხოლო ტატიშვილმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია თურქ ბუსრა კაირუნს (1170) - 3:6, 0:6.

მეორე წრეში შედგა სწორედ კალაშნიკოვას დაბრუნება ჩოგბურთში, მან ხორვატ დარია იურაკს (733) სძლია - 6:3, 6:3. ამავე ანგარიშით მოუგო გორგოძემ იაპონელ ჩიჰირო ტაკაიამას (428). ორივე ჩვენებური ფინალურ რაუნდში გავიდა, სადაც კალაშნიკოვამ პეხოვას მოუგო - 6:2, 7:6 (6) და ძირითადი ბადის საგზური მოიპოვა.

ძირითადი ბადე ჯერ სრულად არ დაკომპლექტებულა, ერთ ჩვენებურს კი იქ თამაში მაღალი რეიტინგით ერგო - სოფიო შაფათავა (265) 18 წლის პუერტორიკოელ მონიკა პუიგს (214) ხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა