დაკავებულია 17 პირი, ეჭვქვეშაა შემდეგი შეხვედრები: "ბრეშა"-"ბარი", "ბრეშა"-"ლეჩე" და "ნაპოლი"-"სამპდორია"
იტალიურ ფეხბურთში მანიპულირებული მატჩების სკანდალს ბოლო არ უჩანს. შესაბამისად, გრძელდება ფეხბურთელებისა თუ ფუნქციონერების დაკავება-დასჯაც.

ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ კრემონას პროკურატურამ სერია A-ს რამდენიმე ადრინდელი მატჩი გარიგებულად მიიჩნია და გამოძიება დაიწყო - ეჭვქვეშაა შემდეგი შეხვედრები: "ბრეშა"-"ბარი", "ბრეშა"-"ლეჩე" და "ნაპოლი"-"სამპდორია".

ორშაბათს ხუთი ფეხბურთელი დააკავეს. ესენი არიან: ბერგამოს "ატალანტას" ყოფილი კაპიტანი კრისტიანო დონი, რომელსაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული (1 გოლი), სერია B-ს ფეხბურთელები კარლო ჯერვასონი და ფილიპო კარობიო, "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი ლუიჯი სარტონი და ნაკლებად ცნობილი ექს-ფეხბურთელი ალესანდრო ძამპერინი.

საერთო ჯამში, დაკავებულია 17 პირი. ფეხბურთელთაგან ყველაზე ცნობილი 38 წლის დონია, რომელსაც ამავე სკანდალის ფარგლებში ფეხბურთთან შეხება ივნისში სამი წლით აეკრძალა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ასეთივე, ოღონდ ხუთწლიანი სასჯელი 90-იანი წლების ერთ-ერთმა საუკეთესო იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე სინიორიმაც დაიმსახურა.

"იტალიური ფეხბურთისთვის ეს მორიგი უმძიმესი დარტყმაა. კალჩოს პრესტიჟის სრულფასოვნად აღდგენას წლები დასჭირდება," - ეს ადრიანო გალიანის სიტყვებია.

მანიპულაციები მარტო იტალიაში არ ხდება.

გუშინვე, ესპანეთში, მალაგას სასამართლომ "სევილიას" პრეზიდენტ ხოსე მარია დელ ნიდოს თავისუფლების შვიდნახევარი წლით აღკვეთა მიუსაჯა. ეს პროცესი 2010 წელს დაიწყო და საბოლოო წერტილი ახლაღა დაესვა. დელ ნიდოს ქალაქ მარბელიას მერ ხულიან მუნიოსთან და კიდევ 16 პირთან ერთად ფინანსური მაქინაციები დაუმტკიცდა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა "სევილიას" პრეზიდენტისთვის თავისუფლების 30 წლით აღკვეთას ითხოვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა