მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთს შეხვდა და 2,5:1,5 იმარჯვა
მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატს სულ სამი წლის ისტორია აქვს. წინა ორ ტურნირში, რომლებსაც რუსულმა ეკატერინბურგმა და ჩინურმა ნინბომ უმასპინძლეს, ოქროს მედლები ჩინელებმა მოიპოვეს, მეორე-მეოთხე ადგილებზე ორჯერვე, შესაბამისად, რუსები, უკრაინელები და ქართველები გავიდნენ.

ჩინელები ამჯერადაც უძლიერესი შემადგენლობით ასპარეზობენ და, როგორც ტურნირის რეიტინგფავორიტები, ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. ნაკრებს ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი მეწინავეობს.

საგულისხმოა, რომ 2007 წელს ეკატერინბურგში მისი და ლელა ჯავახიშვილის შეხვედრა ქართველი დიდოსტატის გამარჯვებით დამთავრდა.

ამის მიუხედავად, იფანმა მე-2 დაფაზე 9 შესაძლებლიდან 7,5 ქულით მცირე ოქროს მედალი დაისაკუთრა. 8-დან 6 ქულით მეორე იყო ჯავახიშვილი. ამ დაფაზე ბრინჯაო უკრაინელ ანა უშენინას ხვდა.

მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის ვერცხლის პრიზიორი რუსეთის ნაკრები ბოლო ორი წელიწადია, ფაქტობრივად, უცვლელი შემადგენლობით გამოდის. დები კოსინცევები - ტატიანა და ნადეჟდა წინა შეჯიბრებებშიც მონაწილეობდნენ, ზედიზედ ორჯერ ევროპის გუნდური ჩემპიონობა მოიპოვეს, ხანტი-მანსიისკში კი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა მოიგეს პირად პირველობაში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან და ვალენტინა გუნინასთან ერთად.

ეს კვარტეტი მარდინშიც ერთადაა. უკრაინელებს, რატომღაც, ორგზის ევროპის ჩემპიონმა კატერინა ლახნომ უგანა. თუმცა, იგი გუნდში 2009 წელსაც არ თამაშობდა. სამაგიეროდ, ჩინური ბრინჯაოს მფლობელთაგან გუნდში არიან ანა უშენინა, ნატალია ჟუკოვა, მარია მუზიჩუკი, 2007 წლის ნაკრებიდან კი ინა გაპონენკო და ტატიანა ვასილევიჩი დააბრუნეს. სხვათა შორის, გაპონენკომ მე-3 დაფაზე მაშინ მცირე ოქრო, ვასილევიჩმა კი მეოთხეზე ბრინჯაო დაიმსახურეს.

ჩემპიონატების უცვლელი მონაწილეა სომხეთის ნაკრები, რომელიც გუშინ საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. პირველ დაფაზე შესანიშნავად ითამაშა 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა ნანა ძაგნიძემ, რომელმაც ელინა დანიელიანს - 37-ე სვლაზე გააჩერებინა საათი, რაც ამ შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან მომდევნო სამ დაფაზე დაზავდნენ: ლილით მკრტიჩიანი-ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი-ლილით გალოიანი, მარია კურსოვა-ნინო ხურციძე. საბოლოო ანგარიშია 2,5:1,5 ჩვენების სასარგებლოდ.

დანარჩენი შეხვედრები: უკრაინა - რუსეთი 1:3 (ანა უშენინა - ნადეჟდა კოსინცევა 0,5:0,5, მარია მუზიჩუკი - ტატიანა კოსინცევა 0:1, ნატალია ჟუკოვა - ალექსანდრა კოსტენიუკი 0,5:0,5, ტატიანა ვასილევიჩი - ვალენტინა გუნინა 0:1), საბერძნეთი - ვიეტნამი 1,5:2,5 (ელენა დემბო - ნგუენ ფჰამ ლე ტაო 0,5:0,5, მარინა მაკროპულუ - ჰოანგ თი ბაო თრამი 0:1, ეკატერინი პავლიდუ - ნგუენ თი მაი ჰუნგი 0,5:0,5, ზოი იორდანიდუ - ნგუენ თი თან ანი 0,5:0,5), ჩინეთი - სამხრეთ აფრიკა 4:0 (ცზიუ ვენძიუნი - სესილ ვან დერ მერვე 1:0, ჟაო სიუე - ანზელ სოლომონსი 1:0, თან ჟონი - დენის ფრიკი 1:0, ჟან სიაოვენი - ლორენ ვან ნიეკერი 1:0), ინდოეთი - თურქეთი 3,5:0,5 (ჰამფი კონერუ - ბეთულ ილდიზი 1:0, ტანია საჩდევი - კუბრა ოზთურქი 0,5:0,5, როუთ რადმინი - კარდელენ კემჰანი 1:0, სვამინათან სოუმია - ებრუ კაპლანი 1:0).

ორი ტურის შემდეგ 4-4 ქულით საქართველო (საერთო მონაგარი 6,5 ქულა), ჩინეთი (6,5) და რუსეთი (5,5) ლიდერობენ. შემდეგ მოდიან: ინდოეთი-3 (5,5), სომხეთი-2 (5,5), ვიეტნამი-2 (4), უკრაინა-1 (3), თურქეთი-0 (2), საბერძნეთი-0 (1,5), სამხრეთ აფრიკა-0 (0).

დღეს მესამე ტურში ითამაშებენ: ვიეტნამი-საქართველო, თურქეთი-უკრაინა, სამხრეთ აფრიკა-ინდოეთი, სომხეთი-ჩინეთი, რუსეთი-საბერძნეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის