თუ "ფაზისზე" სარეკონსტრუქციო სამუშაოები ამინდმა არ შეაფერხა, "კოლხეთი" საშინაო მატჩებს ფოთში თებერვლიდანვე ჩაატარებს
რამდენიმე დღის წინ ფოთის "კოლხეთის" ბიუჯეტი შეივსო. როგორც კლუბის დირექტორმა ზაალ კუჭუხიძემ გვითხრა, ქალაქის ბიუჯეტიდან "კოლხეთმა" დამატებით 300 ათასი ლარი მიიღო, უახლოეს მომავალში კი იმედოვნებენ, რომ ქალაქისა და ფოთის პორტის შემწეობით კლუბს კიდევ 200 ათასი შეემატება.

"მოლაპარაკებებს კერძო ინვესტორებთანაც ვაწარმოებთ და არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენი ბიუჯეტი 800 ათას ლარამდეც გაიზარდოს. დღესვე გვაქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ ამ სეზონში ღირსეულად ვიასპარეზოთ, სამომავლოდ კი უფრო სერიოზულ მიზნებსაც დავისახავთ", - აცხადებს კუჭუხიძე.

ბუნებრივია, შემოსული თანხები შემადგენლობის გაძლიერების საშუალებას უნდა იძლეოდეს. "კოლხეთის" დირექტორის თქმით, ეს საკითხი აქტიურად დგას დღის წესრიგში, თუმცა ჯერ ნაადრევად მიაჩნია იმ ფეხბურთელების დასახელება, რომლებთანაც კლუბი მოლაპარაკებას აწარმოებს ან ახლო მომავალში აპირებს მისთვის კონტრაქტის შეთავაზებას. ცხადია, ახალწვეულების გამოჩენის პარალელურად, "კოლხეთს" რამდენიმე მოთამაშე დატოვებს.

რაც შეეხება სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს, ფოთელები 10 იანვრის შემდეგ შეიკრიბებიან და ჯერ ადგილზე მოემზადებიან, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობა უცხოური შეკრების მოწყობასაც გეგმავს. თუკი საკმარისი სახსრები გამოჩნდა, "კოლხეთი" ანტალიაში გაემგზავრება.

გრძელდება სტადიონ "ფაზისის" რეკონსტრუქცია. ბერძნულმა კომპანიამ, რომელმაც სამუშაოების წარმოების უფლება ტენდერით მოიპოვა, მაღალი ხარისხის ბუნებრივსაფარიანი მოედნის დაგება უკვე დაასრულა და მალე ტრიბუნებზე ინდივიდუალური სკამების მონტაჟსაც დაიწყებს.

"ფაზისზე" 3 700 სკამი დამონტაჟდება, საიდანაც დაახლოებით 2 000-ს ზემოთ ნახსენები ბერძნული კომპანია შემოიტანს, დანარჩენ სკამებს კი, რომლებიც ადრე "მიხეილ მესხზე" იყო დამონტაჟებული, "კოლხეთს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადასცემს. მოწესრიგდა სადრენაჟო და სარწყავი სისტემა, მალე მზად იქნება ახალი გასახდელებიც.

"მიმდინარე სეზონში ფოთში ერთი მატჩიც კი არ ჩაგვიტარებია, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ სტუმრად ვთამაშობთ. დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს უსიამოვნო ფაქტი, დღეს სატურნირო ცხრილში გაცილებით უკეთეს პოზიციაზე ვიქნებოდით. შევეცდებით, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ "ფაზისს"", - ესეც ზაალ კუჭუხიძის სიტყვებია.

თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ამინდმა არ შეაფერხა, "კოლხეთი" საშინაო მატჩებს ფოთში თებერვლიდანვე ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის