მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი საკუთარ ბიზნესს აფართოვებს - გაიხსნა "ნოლეს" რესტორნების ქსელის მორიგი, რიგით მესამე დაწესებულება
მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი საკუთარ ბიზნესს აფართოვებს. გასულ უქმეებზე სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გაიხსნა "ნოლეს" რესტორნების ქსელის მორიგი, რიგით მესამე დაწესებულება. ამის შესახებ იუწყება ჩოგბურთელის ოფიციალური ვებგვერდი.

რესტორნების ქსელმა, რომლის სახელწოდებაა Novak, უკვე ორ ქალაქში – ბელგრადსა და კრაგუევაცში შეაღწია. ნოვი სადში გამართულ ცერემონიას ესწრებოდნენ ჩოგბურთელის ოჯახის წევრები. შეგახსენებთ, რომ ნოვაკი ამჟამად აბუ დაბიში იმყოფება, სადაც ახალი სეზონისთვის წინასასეზონო მზადებას გადის.

დავამატებთ, რომ ნოვი სადის რესტორანში გამოფენილია ATP-ის სპეციალური პრიზი, რომელიც ჯოკოვიჩს მონრეალში გადასცეს რეიტინგში პირველობის მოპოვების სანაცვლოდ.

ამასობაში, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა 2011 წლის სეზონის მთავარ მოვლენათა სია, რომელშიც პირველ სამ ადგილს ჯოკოვიჩის მიღწევები და რეკორდები იკავებს:

10. რეიტინგში მილოშ რაონიჩისა და კეი ნიშიკორის პროგრესი;

9. ხუან მარტინ დელ პოტროს დაბრუნება;

8. ენდი მიუერის აზიური ჰეთ-თრიკი (ზედიზედ სამ ტურნირში გამარჯვება – ბანგკოკში, ტოკიოსა და შანხაიში);

7. როჯერ ფედერისა და დანიელ ნესტორის მიერ კარიერაში მოპოვებული მე-800 გამარჯვება;

6. ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე ფედერერის სარეკორდო, მეექვსე ტრიუმფი;

5. ძმები ბრაიანების რეკორდი წყვილთა რეიტინგში ლიდერობის ხანგრძლივობით;

4. რაფაელ ნადალის ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მონტე კარლოს ტურნირზე და მეექვსე მოგება როლან გაროსზე (გაიმეორა ბიორნ ბორგის რეკორდი);

3. მასტერსის სერიის ტურნირებზე ნოვაკ ჯოკოვიჩის სარეკორდო – ხუთი მოგება;

2. ნოვაკ ჯოკოვიჩის სამი ტრიუმფი "დიდი სლემის" ტურნირებზე;

1. სეზონის სტარტზე ნოვაკ ჯოკოვიჩის ზედიზედ 41 მოგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა