"ბაიერნის" 26 წლის ფორვარდმა ინტერვიუში განაცხადა, რომ გოლის გასატანად პენალტი არ სჭირდება
ბუნდესლიგის პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირი მარიო გომესი გახდა - 16 გოლით. და თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ბაიერნის" 26 წლის თავდამსხმელი კარიერის საუკეთესო ფორმაშია.

ზოგადად, იშვიათად ხდება ხოლმე ისე, რომ გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები მომდევნო სეზონსაც მაღალ დონეზე ატარებენ, გომესი კი სწორედ იშვიათი გამონაკლისია.

აქედან გამომდინარე, არცაა გასაკვირი, მარიო უაღრესად თავდაჯერებული რომაა, რაც "კიკერში" გამოქვეყნებულმა ინტერვიუმაც დაადასტურა, სადაც გოლეადორი ასეთ რამეს ამბობს: "თანაგუნდელს არასდროს წავეჩხუბები იმის გამო, რომ პენალტი წამართვა, მე არ მჭირდება თერთმეტმეტრიანები იმისათვის, რომ გოლების რაოდენობა გავზარდო."

ამ ფრაზას საინტერესო პრეისტორია აქვს. საქმე იმაშია, რომ "ვერდერთან" მატჩის დროს "ბაიერნმა" ორი პენალტის დარტყმის უფლება მიიღო და ლოგიკურად, ორივე თერთმეტმეტრიანი გომესს უნდა შეესრულებინა, მაგრამ იმხანად ახალგამოჯანმრთელებულმა არიენ რობენმა არ დაანება და ორივე პენალტი თვითონ შეასრულა. ამ ამბის შემდეგ ჰოლანდიელს მთელი საფეხბურთო გერმანია აკრიტიკებდა - ეგოისტურად მოიქცაო.

"როცა ფეხბურთელები პენალტის დარტყმის გამო ერთმანეთში კინკლაობენ, ეს ძალიან სასაცილოდ და დამამცირებლად მეჩვენება. ასეთ რამეს მე არასდროს გავაკეთებ. გოლების რაოდენობის გასაზრდელად თერთმეტმეტრიანების გატანა არ მჭირდება," - აცხადებს გომესი ხსენებულ ინტერვიუში. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში გატანილი 16 გოლიდან მხოლოდ ერთი აქვს პენალტით შეგდებული.

გომესის წარმატებები და თავდაჯერებულობა მხოლოდ "ბაიერნის" ქომაგებსა და ხელმძღვანელებს როდი ახარებს - წინ ევროპის ჩემპიონატია და ასეთ ფორმაში მყოფი გოლეადორი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვსაც ძალიან სჭირდება.

ბუნდესგუნდის წინა ხაზზე გომესის მთავარი და ყველაზე საშიში კონკურენტი გამოცდილი მიროსლავ კლოზეა, რომელიც რომის "ლაციოში" ბრწყინავს, მაგრამ გომესს მიროსიც არ ეშინია.

"ბოლო სამ წელიწადში ყველაზე მეტი გოლი მე გავიტანე და რომელიმე კონკურენტის რატომ უნდა მეშინოდეს? რაც მთავარია, გერმანიის ნაკრებშიც ვახერხებ გოლების შეყრას და ვფიქრობ, ამ ეტაპზე ბუნდესგუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშს სწორედ მე ვიმსახურებ. ევროპის ჩემპიონატამდე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გერმანიის ნაკრების პირველი ცენტრფორვარდი ვიყო," - ამბობს მარიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა