"ბილდის" ცნობით, ბარიოსის აგენტი ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდა და ლუკასი არაერთ კლუბს შესთავაზა
დორტმუნდის "ბორუსიას" 27 წლის თავდამსხმელი ლუკას ბარიოსი კლუბის გამოცვლაზე სერიოზულად რომ ფიქრობს, ამის შესახებ "ლელოს" მკითხველი ინფორმირებულია.

მიზეზსაც შეგახსენებთ: ამ სეზონში დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გაპარაგვაელებულ არგენტინელს აღარ ენდობა და ძირითად შემადგენლობაში მუდმივად პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ათამაშებს, რომელიც მშვენივრად გამოიყურება (12 გოლი მიმდინარე სეზონში).

შესაბამისად, ბარიოსი, რომელიც გასულ, "ბორუსიასთვის" საჩემპიონო სეზონში გუნდის უპირველესი და ასევე წარმატებული ბომბარდირი იყო, უთამაშებლობით უკმაყოფილოა და არ მალავს, რომ იანვარში სხვაგან გადასვლაზე ფიქრობს.

კლოპმა ლუკასი "ფრაიბურგთან" შეხვედრაში სკამზე დატოვა და მოედანზე მხოლოდ 85-ე წუთზე შეუშვა. ლევანდოვსკიმ კი დუბლი შეასრულა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ბარიოსს ახლო მომავალში სასტარტოში დაბრუნების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ამ თამაშის შემდეგ ბარიოსის ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური გახდა და მოვლენები შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს.

"ბილდის" ცნობით, ბარიოსის აგენტი ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდა და ლუკასი არაერთ კლუბს შესთავაზა. ჩვენი გერმანელი კოლეგები საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ "დორტმუნდი" მზადაა, ბარიოსს 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს.

BVB-ს შეფები ლუკასის გაყიდვას ოფიციალურ კომენტარებშიც აღარ გამორიცხავენ - რამდენიმე დღის წინ გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ თქვა, არ მიკვირს, რომ უკმაყოფილოა და მართალია, მისი გაშვება არ გვინდა, მაგრამ თუ წასვლას დაიჩემებს, მსურველებს მოლაპარაკებებზე უარს არ ვეტყვითო.

"ახლა ბუენოს აირესში მივფრინავ, რათა შობა და ახალი წელი ოჯახთან ერთად გავატარო. ჯერჯერობით არაფერი გადამიწყვეტია.

შვებულებიდან რომ დავბრუნდები, დანარჩენზე მერე ვიფიქრებ. ჯერ მართლა არ ვიცი, რას ვიზამ იანვარში," - უთხრა ბარიოსმა "ბილდს". ხსენებული გამოცემა ირწმუნება, ბარიოსის ყიდვაზე "ვოლფსბურგის", "მანჩესტერ სიტის", "ჩელსის", "სევილიას" და "ესპანიოლის" შეფები ფიქრობენო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა