მიუნხენის "ბაიერნის" 19 წლის ავსტრიელი ნახევარმცველი დავიდ ალაბა სამშობლოში 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
მიუნხენის "ბაიერნის" 19 წლის ავსტრიელი ნახევარმცველი დავიდ ალაბა სამშობლოში 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ამრიგად, ალაბა ავსტრიული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც წლის საუკეთესოს წოდება დაიმსახურა. მეორე ადგილზე ვენის "აუსტრიას" ფეხბურთელი ნაჩერ ბარაძიტე გავიდა, მესამეზე კი "შტუტგარტის" ნახევარმცველი მარტინ ჰარნიკი.

"ეს ჩემთვის უდიდესი პატივია და სიმართლე გითხრათ, ამას ნაღდად არ ველოდი," - თქვა ალაბამ, რომელიც "ბაიერნში" "აუსტრიადან" 2008 წელს გადავიდა. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის მეორე წრეში მიუნხენელებს ალაბა "ჰოფენჰაიმში" ჰყავდათ განათხოვრებული, სადაც ბუნდესლიგის 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ამ სეზონში კი ნიჭიერი ავსტრიელი ისევ ბავარიულ გრანდში თამაშობს, 17-დან ბუნდესლიგის 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა (2 საგოლე პასი).

"ვფიქრობ, დავიდმა ეს ჯილდო დაიმსახურა. ალაბა მუდმივად პროგრესირებს, ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ ვარჯიშებზე თავს არ ზოგავს. დარწმუნებული ვარ, ეს წოდება მას მოტივაციას გაუორმაგებს," - ეს "ბაიერნის" მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის სიტყვებია. აქვე გეტყვით, რომ დავიდ ალაბას ავსტრიის ნაკრებში ჯერ მხოლოდ 16 მატჩი აქვს ჩატარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე