მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ჩოგანმა, კლაუდია კოდე-კილშმა ლეგენდარულ თანამემამულეს, შტეფი გრაფს ბრალი დასდო
წარსულში ცნობილმა გერმანელმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ჩოგანმა, კლაუდია კოდე-კილშმა ბრალი დასდო ლეგენდარულ თანამემამულეს, შტეფი გრაფს 1988 წლის ოლიმპიურ ტურნირზე წყვილთა თანრიგში ნახევარფინალური მატჩის შეგნებულად წაგებაში.

მაშინ გერმანულმა დუეტმა ჩეხებთან - იანა ნოვოტნასთან და ჰელენა სუკოვასთან წააგო - 5:7, 3:6.

კოდე კილშის თქმით, გრაფის მამას და თავად შტეფის არ სურდათ, რომ კლაუდიაც გამხდარიყო ოლიმპიური ჩემპიონი. სეულში გრაფმა ერთეულთა თანრიგში მოიპოვა ოქროს მედალი.

გერმანელმა ჩოგბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ ჩოგბურთში დიდი მიღწევების მიუხედავად, ახლა გაკოტრების პირას არის მისული. "მილიონები მაშინვე გაქრა, როგორც კი 1999 წელს კარიერა დავასრულე", - ამბობს კოდე-კილში.

აღვნიშნავთ, რომ კარიერის განმავლობაში კოდე-კილშმა "დიდი სლემის" ორი ტურნირი მოიგო წყვილთა თანრიგში, აგრეთვე ექვსჯერ ითამაშა ფინალში. ერთეულთა თანრიგში გერმანელს მოგებული აქვს WTA-ის ექვსი ტურნირი, გარდა ამისა, ოთხჯერ გააღწია "დიდი სლემის" ჩემპიონატების ნახევარფინალში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა