ანკარას საერთაშორისო ტურნირში 22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა (266) პირველივე წრეში 18 წლის მონიკა პუიგთან წააგო
გუშინ გიამბეთ, რომ 21 წლის ოქსანა კალაშნიკოვამ (345), რომელიც 7-თვიანი ავადმყოფობის შემდეგ პირველად თამაშობდა, წარმატებით შეძლო ანკარას საერთაშორისო ტურნირის (50 ათასი დოლარი) საკვალიფიკაციო ბატალიებში თამაში და ძირითად ბადეში გააღწია.

სამწუხაროდ, იგივე ვერ შეძლო 20 წლის ეკა გორგოძემ (397), რომელმაც ფინალურ ეტაპზე მე-4 ნომრად განთესილ რუმინელ ლაურა-იონა ანდრეისთან (362) წააგო - 6:7 (5), 2:6. თუმცა ეკას ბედმა გაუღიმა და ძირითად ბადეში "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით მოხვდა.

დაიწყო ძირითადი ბადის თამაშებიც. სამწუხაროდ, 22 წლის სოფიო შაფათავამ (266) პირველივე წრეში წააგო. მას 18 წლის პუერტორიკოელმა მონიკა პუიგმა (214) მოუგო - 6:7 (16), 7:6 (4), 1:6. როგორც ხედავთ, პირველი სეტის ტაი ბრეიკი 16:18 დამთავრდა! ამით სოფიომ საჩოგბურთო სეზონი დაასრულა, რომელიც წინას ბევრად სჯობდა.

კალაშნიკოვას პირველი მეტოქე მე-4 ნომრად განთესილი რუსი ნინა ბრატჩიკოვაა (145). გორგოძე მე-3 ნომრად განთესილ რუს ვალერია სავინიხს (135) შეხვდა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 1:6, 2:6. წყვილთა თანრიგს ქართველები აღარ შემორჩნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა