საქართველოს პირველ ჩოგან ანა ტატიშვილს სანუკვარ მიზნამდე - ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში გაღწევამდე, ერთი წინააღმდეგობა აქვს გადასალახი

საქართველოს პირველ ჩოგან ანა ტატიშვილს (149) სანუკვარ მიზნამდე - ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში გაღწევამდე, ერთი წინააღმდეგობა აქვს გადასალახი, ფინალურ საკვალიფიკაციო წრეში მე-13 ნომრად განთესილი ჩეხი ჟუჟანა ონდრაშკოვა უნდა დაამარცხოს. ჟუჟანა ონდრაშკოვა 30 წლის ჩოგბურთელია, ახლა ის მსოფლიოს 121-ე ჩოგანია, კარიერის საუკეთესო შედეგი კი მისთვის 74-ე პოზიციაა. ამერიკის ღია პირველობაზე ჩეხმა სამჯერ ითამაშა ძირითად ბადეში და პირველ ეტაპს ვერც ერთხელ გაცდა.

მეორე საკვალიფიკაციო წრეში ანა ტატიშვილმა 30-ე ნომრად განთესილი გერმანელი ანა-ლენა გრიონფელდი (141) დაამარცხა - 7:6 (5), 3:6, 7:5. როგორც ხედავთ, ბრძოლა დაძაბული გამოდგა და ის 2 საათსზე მეტს გაგრძელდა. ტატიშვილმა 3 ეისი ჩააგდო, ხოლო მისმა მეტოქემ - 5, ანამ 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, გერმანელმა - 9. დანარჩენი სტატისტიკური მონაცემები ჩოგბურთელებს თითქმის ერთნაირი ჰქონდათ, თუმცა ბრძოლას ქართველი განაგრძობს.

ტატიშვილის გარდა სხვა ქართველებმა ვერ გაგვიმართლეს იმედები. მაკა ჩახნაშვილის (213) მარცხზე უკვე ვწერდით და წააგო ოქსანა კალაშნიკოვამაც (189), არადა, თითქოს, მას ყველაზე სუსტი მეტოქე ჰყავდა - მსოფლიოს 342-ე ჩოგანი ტეტიანა ლუჟანსკა. კალაშნიკოვამ საათსა და 20 წუთში წააგო უკრაინელ ჩოგბურთელთან - 3:6, 5:7.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა