"ჩიკაგო ბულზის" ხელმძღვანელობამ და გუნდის ლიდერმა, დერიკ როუზმა ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს
"ჩიკაგო ბულზის" ხელმძღვანელობამ და გუნდის ლიდერმა, დერიკ როუზმა ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.

ხელშეკრულება ხუთწლიანია, რომლის მიხედვითაც გასული სეზონის MVP 94 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ეს თანხა 10-11 მილიონით მეტია, ვიდრე როუზი წინა კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით მიიღებდა.

ახალი კონტრაქტი ძალაში 2012-13 წლების სეზონიდან შევა.

უსიამოვნო ამბავი შეიტყვეს "ბოსტონ სელტიქსის" გულშემატკივრებმა: ამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს პოლ პირსს უსიამოვნო ტრავმა აღმოაჩნდა.

ფორვარდმა ტერფის ძვალი ერთ-ერთი ვარჯიშის დროს დაიზიანა და სწორედ ამის გამო გამოტოვა წინასასეზონო შეხვედრა "ტორონტოს" წინააღმდეგ.

კლუბის ხელმძღვანელთა თქმით, პირსი, სავარაუდოდ, მოასწრებს სეზონის დაწყებამდე გამოჯანმრთელებას, მაგრამ "ბოსტონის" დამრიგებელი დოკ რივერსი შეშფოთებულია პოლის სათამაშო ფორმის გამო.

ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის კრის პოლის სადებიუტო შეხვედრამ "კლიპერსის" შემადგენლობაში საჩვენებელი მატჩებისთვის სარეკორდო აუდიტორია შეკრიბა. NBA TV-ის არხზე ლოსანჯელესურ დერბის 509 ათასმა ადამიანმა უყურა.

წინა რეკორდი 501 ათასს უდრიდა - სწორედ ამ რაოდენობის მაყურებელი დაინტერესდა "მაიამიში" ლებრონ ჯეიმსის, დუეინ უეიდისა და კრის ბოშის პირველი მატჩით, რომელიც 2010 წლის 10 ოქტომბერს გაიმართა.

"კლიპერსმა" 114:95 დაამარცხა "ლეიკერესი", პოლმა კი 17 ქულა, 9 შედეგიანი პასი, 7 მოხსნა 5 ჩაჭრა დააგროვა.

"გოლდენ სტეიტ უორიორზის" ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოში უჩივლა ამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს მონტა ელისს. მცველს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

გოგონას სიტყვებით, ელისი მას 2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის იანვრამდე სდევნიდა. მომჩივანის ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაზარალებულს გააჩნია ფოტოები, რომელიც მისი კლიენტის სიტყვებს ადასტურებს.

გარდა ამისა, გოგონამ "უორიორზსაც" უჩივლა - მან კლუბი იმაში დაადანაშაულა, რომ ის კალათბურთელს ხელს აფარებდა.

კლივლენდი-ლეიკერსი 89:90

26:30, 24:16, 17:16, 22:26

კ: კასპი (18+5 მოხსნა), ჯეიმისონი (13+3 ჩაჭრა), პარკერი (12+5 მოხსნა), ირვინგი (11), ვარეჟაო (9+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტომპსონი (8+5 მოხსნა).

ლ: დეი (19+6 მოხსნა), სტაკი (15), მონრო (12+7 მოხსნა), ბინუმი (12), ჟერებკო (11+7 მოხსნა).

ფილადელფია-ვაშინგტონი 101:94

25:20, 22:32, 23:18, 31:24

ფ: ჰოლიდეი (24+6 პასი), იგუოდალა (13), ტერნერი (13+9 მოხსნა), ტ. იანგი (13+7 მოხსნა), მიქსი (11), უილიამსი (10), ბრენდი (8+5 მოხსნა).

ვ: მაკგი (20+9 მოხსნა), კროუფორდი (18+6 მოხსნა), უოლი (17+3 ჩაჭრა), ბლეტჩი (13+6 მოხსნა+5 პასი), ნ. იანგი (8).

ოკლაჰომა-დალასი 87:83

18:24, 29:15, 27:14, 13:30

ო: ჰარდენი (13+7 მოხსნა+5 პასი), უესტბრუკი (12+3 ჩაჭრა), დურანტი (10+5 მოხსნა), პერკინსი (9+8 მოხსნა), სეფოლოშა (8).

დ: რენდლი (17), რაიტი (12), მერიონი (10+6 მოხსნა), ბობუა (8), ოდომი (8).

ჩიკაგო-ინდიანა 93:85

24:15, 26:27, 28:24, 15:19

ჩ: ბუზერი (24+7 მოხსნა), დენგი (14+7 მოხსნა), ჰემილტონი (13+6 პასი), როუზი (12+5 მოხსნა+9 პასი), ბრიუერი (11), გიბსონი (8).

ი: ჰენსბრო (24+13 მოხსნა), ჯორჯი (14+6 მოხსნა), გრეინჯერი (12), უესტი (8).

დენვერი-ფინიქსი 127:110

34:28, 29:21, 34:32, 30:29

დ: ლოუსონი (21+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), გალინარი (15), ფარიდი (14+6 მოხსნა), ჰერინგტონი (12), ნენე (10), ანდერსენი (9+3 დაფარება), ფერნანდესი (8), მილერი (8+6 მოხსნა+12 პასი+4 ჩაჭრა).

ფ: უორიკი (14+6 მოხსნა), გორტატი (14+8 მოხსნა), ბრაუნი (12+5 მოხსნა), ნეში (11+5 პასი), დადლი (11+6 მოხსნა), მორისი (10+8 მოხსნა), ლოპესი (10+5 მოხსნა), პრაისი (9+4 პასი).

საკრამენტო-გ. სტეიტი 95:91

23:19, 26:22, 17:26, 29:24

ს: ტორნტონი (21+7 მოხსნა), ჰიქსონი (19+9 მოხსნა), ევანსი (15+5 მოხსნა+7 პასი), ფრედეტი (12).

გ-ს: ლი (30+13 მოხსნა), ელისი (19+6 პასი), რაიტი (8+3 ჩაჭრა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა