მარდინში მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა ყაიმით დასრულდა

საქართველოს და რუსეთის მოჭადრაკე ქალთა ნაკრები გუნდების დაპირისპირება ბოლო წლებში სულ უფრო პრინციპულ ხასიათს იძენს, ამიტომ გულშემატკივართა დიდ ინტერესსაც იწვევს.

2009 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენებმა ჩრდილოელ მეზობლებს სძლიეს, სამაგიეროდ, წლეულს რუსებმა მოგვიგეს - 2,5:1,5. წინა ორ მსოფლიოს ჩემპიონატშიც ქართველები დამარცხდნენ: ეკატერინბურში 1:3, ნინგბოში - 1,5:2,5. ამიტომ გუშინ თურქულ მარდინში ჩვენი მანდილოსნები რევანშისთვის იყვნენ განწყობილი, თუმცა ორთაბრძოლები ისე წარიმართა, რომ უპირატესობას ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია და მეტოქეები მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

ასეთმა შედეგმა მე-4 ადგილზე დაგვტოვა. სამაგიეროდ, ისევ იყოჩაღეს ჩინელებმა და ინდოელებმა, რომლებმაც მოწინააღმდეგეები იოლად დაამარცხეს და მოწინავე პოზიციები განიმტკიცეს.

მე-4 ტურის შედეგები:

საქართველო - რუსეთი 2:2 (დაზავდნენ: ნანა ძაგნიძე - ნადეჟდა კოსინცევა, ლელა ჯავახიშვილი - ტატიანა კოსინცევა, ბელა ხოტენაშვილი - ალექსანდრა კოსტენიუკი, ნინო ხურციძე - ვალენტინა გუნინა), უკრაინა - საბერძნეთი 3,5:0,5 (მარია მუზიჩუკი - ელენა დემბო 1:0, ინა გაპონენკო - მარინა მაკროპულუ 0,5:0,5, ნატალია ჟუკოვა - ეკატერინი პავლიდუ 1:0, ტატიანა ვასილევიჩი - ზოი იორდანიდუ 1:0), ჩინეთი - ვიეტნამი 3:1 (ჰოუ იფანი - ნგუენ პჩამ ლე ტაო 0,5:0,5, ცზიუ ვენძიუნი - ჰოანგ თი ბაო თრამი 0,5:0,5, ჟაო სიუე -ნგუენ თი თან ანი 1:0, თან ჟონი - ჰოანგ თი ნჰუ ი 1:0), ინდოეთი - სომხეთი 3,5:0,5 (ჰამფი კონერუ - ელინა დანიელიანი 1:0, ჰარიკა დრონავალი - ლილით მკრტიჩიანი 0,5:0,5, ტანია საჩდევი - ლილით გალოიანი 1:0, სვამინათან სოუამია - ნელი აგინიანი 1:0), თურქეთი - სამხრეთ აფრიკა 3:1 (ბეთულ ილდიზი - სესილ ვან დერ მერვე 1:0, კუბრა ოზთურქი - ანზელ სოლომონსი 0,5:0,5, კარდელენ კემჩანი - დენის ფრიკი 1:0, იისიმ პათელი - ლორენ ვან ნიეკერი 0,5:0,5).

ოთხი ტურის შემდეგ: ჩინეთი-8 (13,5), ინდოეთი-7 (13), რუსეთი-6 (9,5), საქართველო-5 (9,5), ვიეტნამ-4 (8), თურქეთი-4 (7,5), უკრაინა-3 (8), სომხეთი-2 (6), საბერძნეთი-1 (4), სამხრეთ აფრიკა-0 (1).

დღეს მე-5 ტურში ითამაშებენ: საბერძნეთი-საქართველო, რუსეთი-ჩინეთი, ვიეტნამი-ინდოეთი, სომხეთი-თურქეთი, სამხრეთ აფრიკა-უკრაინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა