როგორც მოსალოდნელი იყო, ახალ რეიტინგ-ლისტში (ბანძუკე) ქართველმა სუმოისტებმა მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადეს
როგორც მოსალოდნელი იყო, სუმოს ახალ რეიტინგ-ლისტში (ბანძუკე) ქართველებმა მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადეს.

ყველაზე ცუდად კი საქმე ქართული სუმოს პიონერ ლევან ცაგურიას (კოკაი) წაუვიდა. "შავმა ზღვამ" ნოემბრის ბაშოზე 15-დან 14 ორთაბრძოლა წააგო და ის ელიტიდან ჩამოაქვეითეს. კარიერაში მეორედ ქართველი რანგით მე-2 დივიზიონში გავარდა, სადაც ძურიოს მე-4 ნომერი იქნება.

მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირობამდე ჩამოაქვეითეს. ხოლო გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) დღეიდან დასავლეთის მე-10 მაეგაშირაა (მე-3 იყო). მოკლედ, იანვრის სუპერტურნირზე, რომელიც ტოკიოში 8 იანვარს დაიწყება, ქართველებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევთ უძლიერესებთან შერკინება, თუ ბაშოს ორ მესამედს ლიდერთა შორის გაივლიან.

სუმოში კვლავ ერთი დიდი ჩემპიონია (იოკოძუნა) - მონღოლი ჰაკუჰო, ხოლო ჩემპიონების (ოძეკი) რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, ბარუტოს, კოტოშოგიკუს, კოტოოშუს და ჰარუმაფუჯის კისენოსატო დაემატა.

სეკივაკე ორია - კაკურიუ და ტოიონოშიმა, კომუსუბის ტიტული მიიღო ყოფილმა ოძეკი მიაბიამამ, ხოლო მეორე ამ რანგში დებიუტანტია - ვაკაკოიუ. უმაღლეს დივიზიონში 4 სუმოისტის დებიუტი შედგება, ესენია: ჩიონოკუნი, ტენკაიჰო, კიოკოშუჰო და ნინოუმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა