მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირზე გუშინ მეწინავეთა 7 პარტიიდან 4 შეხვედრა ყაიმით დამთავრდა
თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირზე უმაღლესი ეშელონის 5 საგზურის მაძიებელთა წრე თანდათან ვიწროვდება.

გუშინ მეწინავეთა 7 პარტიიდან 4 შეხვედრა ყაიმით დამთავრდა. დაზავდნენ დავით ლომსაძე - ზურაბ ჯავახაძე, გაიოზ ნიგალიძე - ივერი ჭიღლაძე, შოთა აზალაძე - ბაჩანა მორჩიაშვილი, ივანე სიფრაშვილი - ირაკლი ჯანიაშვილი.

გიგა ყუფარაძემ, რომელიც შარშანდელი ეროვნული ჩემპიონატის ნახევარფინალისტია, შავი ფიგურებით მიხეილ ჭიპაშვილს სძლია. ასევე, წარმატებას მიაღწიეს ზვიად ფაციამ და გიორგი სიბაშვილმა, რომლებმაც, შესაბამისად, ნიკა ვოლკოვსა და გიორგი ხელაიას აჯობეს.

შეჯიბრების დამთავრებამდე ორი ტურით ადრე 5,5-5,5 ქულით ყუფარაძე, ჯავახაძე და ლომსაძე დაწინაურდნენ. ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები მოაგროვეს ფაციამ, მორჩიაშვილმა, სიბაშვილმა, ჭიღლაძემ, აზალაძემ და ნიგალიძემ. ექვს მოჭადრაკეს 4,5-4,5 ქულა აქვს.

მე-8 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ყუფარაძე - ლომსაძე, ჯავახაძე - ნიგალიძე, ფაცია - აზალაძე, მორჩიაშვილი - ჭიღოლაძე, სიბაშვილი - ბერაძე, გუგულაშვილი - ჭიპაშვილი, სიფრაშვილი - ვოლკოვი, მახარაძე - მანაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის