ლევან კობიაშვილის გუნდიდან სკანდალურად გაშვებული მარკუს ბაბელი მიხაელ სკიბემ შეცვალა, რომელმაც კონტრაქტი 2014 წლამდე გააფორმა
როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინ ბერლინის „ჰერტამ“ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა: სკანდალურად გაშვებული მარკუს ბაბელი მიხაელ სკიბემ შეცვალა. ამ უკანასკნელმა ლევან კობიაშვილის გუნდთან კონტრაქტი 2014 წლამდე გააფორმა. ბერლინში სკიბე გუშინ ოფიციალურად წარადგინეს.

„ჩემი პირველი სამუშაო დღე 3 იანვარია. მიხარია, რომ გერმანიაში დაბრუნების საშუალება მომეცა. როგორც ადრეც ვთქვი, ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. „ჰერტაში“ მუშაობას სიამოვნებით დავთანხმდი და იმედი მაქვს, რომ ამ გუნდთან ერთად წარმატებებს მივაღწევ.

ბანალურად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ „ჰერტას“ შესაძლებლობებში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა იყოს.

ბერლინი არის ქალაქი, რომელიც ვალდებულია, ძალიან ძლიერი საფეხბურთო გუნდი ჰყავდეს და იმედი მაქვს, ასეთი გუნდის ჩამოყალიბებას მოვახერხებ,“ - განაცხადა 48 წლის სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.

სკიბემ ამ სეზონის კონკრეტულ გეგმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, „ჰერტამ“, რომელიც ელიტაში ახლახან დაბრუნდა, პირველი წრე სტაბილურად ჩაატარა, მეორე წრეში კი გუნდის მიზანი კიდევ უფრო უკეთ თამაში უნდა იყოს.

„მარტო გადარჩენით ვერ ვიამაყებთ, ჩვენ საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად უნდა ვიბრძოლოთ. დიახ, მინდა, რომ „ჰერტა“ ევროპაში ახლავე დავაბრუნო,“ - თქვა სკიბემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა