ლიგა 1. XIX ტური. მიმოხილვა: ცხრილს სათავეში ისევ “პარი სენ-ჟერმენი” მოექცა, “მარსელმა” კი პირველადგილოსანთან ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა
საფრანგეთის ჩემპიონატის შედეგების წინასწარ განსაზღვრა, დიდი უმადური საქმეა. საშობაო არდადეგებამდე დარჩენილმა ბოლო ტურმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ჩემპიონატის ლიდერთაგან ორმა გუნდმა წააგო, ერთმა ფრედ ითამაშა და ამ ყოველივეს შემდეგ ცხრილს სათავეში ისევ “პარი სენ-ჟერმენი” მოექცა, “მარსელმა” კი პირველადგილოსანთან ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა.

გუშინდელ ნომერში უკვე ვწერდით “მარსელის” მიერ “ნანსის” დამარცხებაზე, ასე რომ, ამაზე აღარ შევჩერდებით. პროვანსელთა უმთავრესი მტერი “პარი სენ-ჟერმენი” “სენტ ეტიენს” ეწვია. “მწვანეები” საბრძოლო განწყობაზე იყვნენ. ხუმრობა ხომ არაა, უკვე 2 თვე იყო, რაც არ დამარცხებულიყვნენ. ისინი დედაქალაქელებს ღიად მუქარასაც კი უბედავდნენ. კრისტოფ გალტიეს გუნდმა გამოცდა ვერ ჩააბარა. მიმდინარე სეზონში კი უკეთესი გამომცდელი, ვიდრე პსჟ-ია, უბრალოდ არ არსებობს.

ფრანგმა ჟურნალისტებმა სამართლიანად აღნიშნეს, რომ ანტუან კომბუარეს გუნდის უმთავრესი პრობლემა ფსიქოლოგია იყო და ხშირად ის უფრო დიდ გავლენას ახდენდა გუნდის შედეგებზე, ვიდრე ტაქტიკა, ფიზიკური მომზადება თუ ფეხბურთელთა ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები. დიახ, პირველ ეტაპზე ხავიერ პასტორე ფანტასტიკურად გამოიყურებოდა, რადგან თავს ჯერ შებოჭილად არ გრძნობდა. ნიჭის ხარჯზე ის “სპექტაკლებს” დგამდა მოედანზე.

არგენტინელზე მთელმა საფრანგეთმა აღფრთოვანებულმა დაიწყო წერაც და ლაპარაკიც, მაგრამ ფეხბურთელმა მერე “აღმოაჩინა”, რომ იმავე ტაქტიკის პირობებში მწვრთნელი მას იდეალურად “ვეღარ იყენებდა”, თანაგუნდელები კი “ვერ ამჩნევდნენ” და რეცეპტი, რატომ აღარ იყო ის ძველებურად ეფექტური, მზად იყო. გუნდს ბოლომდე ვერ შეერწყა კევინ გამეიროც. ფრანგმა ბომბარდირმა პარიზული კარიერა დიდებულად დაიწყო. 10 ტურის შემდეგ მის ანგარიშზე 8 გოლი იყო, მაგრამ აქედან მოყოლებული ის კინკილა გოლითღა შეეწია საერთო საქმეს. რაშია საქმე, უმჯობესია, თუკი მწვრთნელი ამ საკითხში რაც შეიძლება მალე გაერკვევა, რადგან გაურკვევლობა პირადად მის კარიერასაც დიდ საფრთხეს უქმნის. გუნდის ცუდმა ფსიქოლოგიურმა მომზადებამ მის პარიზულ მომავალს შეიძლება წერტილი დაუსვას.

ახლა მოკლედ თამაშზეც მოგახსენებთ. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში 32-ე წუთზე სწორედ იმ ფეხბურთელმა გაიტანა, ვინც წინა დღეებში ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა პარიზელთა მინუსებზე. ლაპარაკია სტეფან რუფიეზე. ნენემ კუთხური მოაწოდა, რომელსაც ბოდმერმა თავი შეუშვირა და ძელს გაარტყა, საიდან ასხლეტილი ბურთიც მეკარეს ხელზე მოხვდა და - 0:1.

სტუმართა შემტევებმა მორიგი უსახური მატჩი ჩაატარეს. სამაგიეროდ ყველაფერი რიგზე იყო დაცვაში, რაც არ შეიძლება გუნდის თავკაცს არ ახარებდეს. ეს მატჩი კიდევ ერთი რამით არის გამოსარჩევი: გუნდებმა კარის მიმართულებით 48-ჯერ დაარტყეს (30-ჯერ ეს “სენტ ეტიენმა” გააკეთა), რაც 2006 წლის შემდეგ სარეკორდიო მაჩვენებელია. გეტყვით, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებზე ბურთის კარის მიმართულების დარტყმის ავტომატურად ფიქსირება სწორედ ამ დროიდან ხდება.

“პარი სენ-ჟერმენი” ლიდერის პოზიციას ვერ ჩაიგდებდა ხელში, შინ “ევიანს” ყველასთვის მოულოდნელად “მონპელიე” რომ არ დაემარცხებინა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის მონაწილეებმა “აიშვეს” და მაყურებელს 6 გოლის ხილვის სიამოვნება მიანიჭეს. პირველი 9 წუთის ინტერვალში ანგარიში სამჯერ შეიცვალა. მასპინძელი ორჯერ ჩამორჩა ანგარიშში, მაგრამ 70-ე წუთიდან სრული უპირატესობა იგდო ხელთ და შეხვედრა ნანატრი შედეგით დაასრულა.

ცალკე სალაპარაკო თემაა მოქმედი ჩემპიონის “ლილისა” და “ნიცას” მატჩი. არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ეს იყო არა მხოლოდ მიმდინარე სეზონის, არამედ ბოლო წლების საუკეთესო მატჩი ფრანგულ ფეხბურთში. საქმე მხოლოდ ანგარიშში (4:4) არ არის. გუნდებმა მაყურებელს სწორედ ის შესთავაზეს, რამაც ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სანახაობა გახადა – სანახაობა.

ედენ აზარმა მატჩის შემდგომ ინტერვიუში ჟურნალისტებთან ცრემლმორეულმა აღიარა, რომ გოლი მან ახლადაღუპულ მეგობარს მიუძღვნა და უფრო ბედნიერი იქნებოდა, მისთვის გამარჯვებაც რომ ეჩუქებინა.შეხვედრის მოგება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ... აქ შევწყვეტთ მიმოხილვას. გირჩევთ, თუ საშუალება გექნებათ აუცილებლად უყურეთ, რადგან ასე წაკითხულით გემოს ვერ ჩაატანთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
პსჟ-ს აკრიტიკებენ - ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა
პსჟ მძიმე სიტუაციაშია - კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ