“აიაქსისა” და “ალკმაარის” სათასო მატჩში ისეთი რამ მოხდა, რომ შეიძლება 2011/12 წლების სეზონზე ლაპარაკისას ჰოლანდიაში სწორედ ეს შეხვედრა გაახსენდეთ
“აიაქსისა” და “ალკმაარის” სათასო დაპირისპირებაში მატჩის 37-ე წუთზე ისეთი რამ მოხდა, რომ შეიძლება 2011/12 წლების სეზონზე ლაპარაკისას ჰოლანდიაში სწორედ ეს 1/8-ფინალური შეხვედრა გაახსენდეთ.

თამაში ჩაიშალა, რისი მიზეზიც მინდორზე “აიაქსის” გულშემატკივრის გადახტომა და შემდგომ განვითარებული მოვლენები გახდა.

“ამსტერდამ არენის” უსაფრთხოების სამსახურს თავდამსხმელი გაეპარა. ის მეკარე ესტებან ალვარადოსკენ აშკარად საცემად გაიქცა, თუმცა გამოცდილ გოლკიპერს ეს არ გამოპარვია და მას მომზადებული დახვდა - გვერდით გადახტა და ჯერ კიდევ ჰაერში მყოფ ხულიგანს ფეხი გვარიანად ჩააზილა. შემდგომ კი წაქცეულს ორჯერ უთავაზა, ერთი მუცელში, მეორე - ფეხში. ამასობაში სტიუარდებიც მოვარდნენ და თავდამსხმელი დააკავეს.

არბიტრმა ბას ნეიჰეისმა ალვარადოს დაუყოვნებლივ წითელი ბარათი უჩვენა. “ალკმაარის” ლამის ყველა ფეხბურთელმა ერთდროულად სცადა გადაწყვეტილების გასაჩივრებინა, მაგრამ ბუნებრივია არაფერი შეცვლილა. უბრალოდ გთავაზობთ წარმოიდგინოთ ტრიბუნების რეაქცია... მგონი საკმარისია, იმის აღსაქმელად რაც სტადიონზე ხდებოდა. სტუმართა თავკაცმა გერტიან ფერბეეკმა არ დაუცადა “აფეთქებას” და ერთპიროვნული გადაწყვიტილებით გუნდი მინდვრიდან გაიყვანა, რამდენიმე შეთავაზების მიუხედავად კი თამაშის განახლებზე სასტიკი უარი თქვა.

აი, რა განუცხადა “ალკმაარის” სპორტულმა დირექტორმა ტონ გერბრანდმა გამოცემა “დე ტელეგრააფს”:

“ესტებანის საქციელის გამო ყველანი დამწუხრებულები ვართ. იმედს ვიტოვებთ, რომ პროფესიული ლიგა გაითვალისწინებს იმას, თუ რა მდგომარეობაში მოხდა ეს ყოველივე და მის მიმართ მაქსიმალურად ჰუმანურ სანქციას დააწესებს. მე ულაპარაკოდ დავუჭირე მხარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას, რომელმაც თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა. გასახდელში ვუთხარი კიდეც ბიჭებს, რომ მოედანზე დაბრუნება უსაფრთხო სულაც აღარ იქნებოდა. ჩვენთვის უმთავრესი იმ მომენტში ფეხბურთელების უსაფრთხოება იყო. ეს ყველას უნდა ესმოდეს”.

იმავე გაზეთის ჟურნალისტი “აიაქსის” თავკაც ფრანკ დე ბურსაც დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

“რასაკვირველია უსიამოვნო მომენტი იყო, მაგრამ მაინც მესმის ალკმაარელთა გადაწყვეტილების. მესმის ფეხბურთელისაც, რადგან ვერავინ გამორიცხავდა, რომ ხულიგანს ჯიბეში დანაც სდებოდა. ზუსტად რა მოხდა, არ დამინახავს, მაგრამ ვიცი, რომ ესტებანის მხრიდან ეს მხოლოდ პასუხი იყო თავდასხმაზე. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ის ტემპერამენტიანი ადამიანია (ალვარადო კოსტარიკელია. რედ.), რამაც იჩინა კიდეც თავი. პირადად გაგებით ვეკიდები ამას.

მესმის, რომ ლიგამ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მთავარია, მალე მოვახერხოთ ამ რთული სიტუაციიდან თავის დაღწევა”. “აიაქსმა” მოგვიანებით ოფიციალურად განაცხადა, რომ ვაიგულშემატკივარს ცხოვრების ბოლომდე აუკრძალავს საშინაო მატჩებზე დასწრებას.

“ასოშიეიტედ პრესმა” ბას ნეიჰეისთან დაკავშირება მოახერხა. მატჩის არბიტრი გადაწყვეტილებას ასე ხსნის:

“მესმის, რომ ესტებანი თავის დაცვას ცდილობდა, მაგრამ მას სხვანაირად მოქცევაც შეეძლო - განზე გამდგარიყო, არ იყო საჭირო თავდამსხმელთან მისვლა და წიხლების ქნევა. სწორედ ამიტომ ვუჩვენე მას წითელი ბარათი”.

უკვე გავრცელდა “ალკმაარის” პრესსამსახურის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ “კლუბი მზადაა სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის. აღნიშნული ორგანიზაციის მაღალჩინოსანმა ბერტ ვან ოსტვენმა კი აღნიშნა, რომ ინციდენტს დაწვრილებით შეისწავლიან, მხარეთა არგუმენტებს მოუსმენენ და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ. მისი თქმით, ჯერ ისიც კი გაუგებარია, “ალკმაარი” თასის გათამაშებიდან მოიხსნება, თუ მატჩი გადათამაშდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა