ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

დუღილი "დინამოში" - გარსია თბილისიდან წავიდა, ფიფია ფიქრობს

დუღილი "დინამოში" - გარსია თბილისიდან წავიდა, ფიფია ფიქრობს

დაირხა ხმები, რომ უკვე შეარჩიეს გარსიას შემცვლელთა კანდიდატურები: კახა ცხადაძე და გიორგი დევდარიანი...
"ზესტაფონთან" (1:5) და მარტვილის "მერანთან" მწარე წაგებების (1:2) შემდეგ დაირხა ხმები, კლუბისთვის შეუფერებელი შედეგების გამო თბილისის "დინამოს" მფლობელმა რომან ფიფიამ ესპანელ მწვრთნელ ალექს გარსიას გაშვება გადაწყვიტა, მაგრამ ამის თაობაზე განცხადების გაკეთებას ჯერ არ ჩქარობენო.

იმასაც ამბობენ, რომ უკვე შეარჩიეს გარსიას შემცვლელთა კანდიდატურები (კახა ცხადაძე და გიორგი დევდარიანი) და მათ შორის არჩევანი მალე გაკეთდებაო.

ამ ყოველივეზე თბილისის "დინამოს" ასეთი პასუხი აქვს - "ჯერ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მალე ყველაფერს შეიტყობთ" ან "ეს რა სისულელეა". ამიტომ, იძულებულები ვართ, "დინამოში" მიმდინარე მოვლენებზე მოპოვებულ ინფორმაციებს დავჯერდეთ. აქვე ვიტყვით, რომ ეს ცნობები გადამოწმებულია და ჰაერიდან მოტანილი ნამდვილად არ არის.

ამ ცნობებით, ფიფიამ გარსიას გაშვებაზე გადაწყვეტილება მართლაც მიიღო, მაგრამ ეს, ბუნებრივია, ემოციურ ფონზე მოხდა და განცხადების გაკეთებას ამიტომაც არ ჩქარობს, მალე კი საკითხს უფრო მშვიდ გარემოში განიხილავსო.

გარკვეულ ტენდენციას ასახავს და ამიტომ საყურადღებოდ გვეჩვენა "დინამოს" ოფიციალური ფანკლუბის რეაქცია, რომელშიც აშკარად იკითხება, რომ მწვრთნელის მოხსნაზე რეალურად ფიქრობდნენ:

"საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულმა რამდენიმე მატჩმა, მათ შორის, ქუთაისის "ტორპედოსთან", ევროასპარეზზე დამაჯერებელმა გამოსვლამ და გუნდში შექმნილმა ატმოსფერომ დაგვარწმუნა ალექს გარსიას, როგორც პიროვნებისა და მწვრთნელის სათავეში ყოფნის საჭიროებაში. ჩვენ ვაცნობიერებთ შექმნილ ვითარებას. ბუნებრივია, რეალობას მოწყვეტილ, ვირტუალურ სატურნირო ცხრილში ჩახედვისას ვერ ვიქნებით კმაყოფილნი, თუმცა კარგად გვესმის, რომ სასურველი შედეგის მიღწევას უდიდესი მოთმინება სჭირდება".

განცხადებაში სხვა საინტერესო მინიშნებაც იყო - "ესპანელ სპეციალისტს არ ჩაუტარებია სელექცია, ფეხბურთელთა 80% მას ადგილზე დახვდა. ვფიქრობთ, მას აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი, ჩაატაროს სელექცია, წაიყვანოს გუნდი შეკრებაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ შედეგი".

მნიშვნელოვნად გვეჩვენა "დინამოს" სპორტულ დირექტორ გიორგი ნემსაძის კომენტარი, გარსიას გაშვებაზე არავითარი გადაწყვეტილება არ მიღებულაო. ვფიქრობთ, ესეც უნებლიე მინიშნებაა.

აქვე შეგვიძლია გამცნოთ, რომ ერთ-ერთმა მენეჯერმა თადარიგი უკვე დაიჭირა და აპირებს, თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას შესთავაზოს ბრაზილიისა და პორტუგალიის ნაკრებების, აგრეთვე "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ლუიშ ფილიპე სკოლარის კანდიდატურა, თუმცა მას ის აფიქრებს, შეუძლია კი კლუბს მისი პირობების დაკმაყოფილება? ვფიქრობთ, ეს არარეალურია - ამჟამად ბრაზილიური "პალმეირასის" თავკაცი "ჩელსიდან" წასვლის შემდეგ ორი წელი უზბეკურ "ბუნიოდკორში" მუშაობდა და წელიწადში 6 მილიონ ევროს იღებდა, ეს კი "დინამოს" ბიუჯეტს აღემატება.

ტრანსფერებზეც ვთქვათ: უკვე გაცნობეთ, რომ გუნდში გვითხრეს, გოგიტა გოგუას სამწლიან კონტრაქტზე შევუთანხმდითო. აქვე, ბარემ, ერთიც ვთქვათ: "დინამოს" სტილია - ერთ მშვენიერ დილას რედაქციებში დარეკავენ, ორ-სამ საათში პრესკონფერენცია იმართებაო და ახალწვეულ(ებ)ს წარმოგვიდგენენ, თუმცა, გოგუასნაირი გემრიელი "ლუკმის" პრეზენტაციისას ტელეპიარს ამჯობინებენ ხოლმე. საუბარი თავად გოგუამაც არ ისურვა, მოლაპარაკება მაქვს, მაგრამ ჯერ არაფერს გეტყვითო.

ცხადია, "დინამოს" მეპატრონეებს სხვა ფეხბურთელებიც აინტერესებთ. ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველ ლაშა სალუქვაძის ჩამოყვანა გამოირიცხა, სამაგიეროდ, ამბობენ, რომ რეალურია ბერძნული "პანიონიოსის" მცველ დავით კვირკველიასა და უკრაინის პირველი ლიგის "სევასტოპოლის" მცველ მათე ღვინიანიძის ტრასნფერი.

ბუნებრივია, ახლების მოსვლა ძველების წასვლასაც გულისხმობს და, ცხადია, ჩნდება კითხვა - ვის შეელევიან? შესაძლოა თუ არა ამ კონტექსტში განვიხილოთ გუნდის კაპიტან ალეკო კოშკაძის ბოლოდროინდელი უთამაშებლობა? ამ კითხვაზე "დინამოს" რეაქცია მძაფრი იყო - რა სისულელეა!

უთამაშებლობის გამო "დინამოს" დატოვება სურს გიორგი თექთურმანიძეს, რომელსაც კობა ჟორჟიკაშვილი რუსთავის "მეტალურგში" იწვევს. შესაძლოა, კლუბის ძებნა დასჭირდეს რობერტო ანგინეტისაც.

ეს ყველაფერი სამუშაო პროცესია, ახლა ფიქრისა და აქტუალურ საკითხთა განხილვის დროა, ასე რომ, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. რა და როგორ იქნება საბოლოოდ, მალე გაირკვევა - "დინამო" იანვარში შეიკრიბება, მერე კი მოსამზადებლად ესპანეთში გაემგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• bondo

გარსია არ უნდა გაუშვათ იქიდან გამომდინარე რომ მას სელექცია არ ჩაუტარებია მას ეს ფეხბურთელები ქართველებმა დაახვედრეს და თქვენმა ნაც შპანამ

• avto

გაუშვით დაღუპა გუნდი და უარესი არ უქნას ბატონო რომან ხალხს იმედი აღარ აქვს რომ კარგი გუნდი გაკეთდება და თუ გაუშვებთ ეს იმედი ისევ დაბრუნდება

• gaushvit

გაუშვით გარსია ბატონო რომან ამაზე კარგ გადაწყვეტილებას ნამდვილად ვერ მიიღებთ!

• irina

mercmunet, batono roman,ar girs cxel gulze gadackvetilebis migeba,ar aris scori ase moeqce adamians,mas tavis saqme ukvars da darcmunebuli var yvelafers gaaketebs imisatvis,rom gundi fexze daakenos.dro miecit dzalian gtxovt,titon daakompleqtos gundi,miecit mushaobis sashualeba,materialur mxares ar vgulisxmob,titqmis mteli am xnis mandzilze marto is esmis rom unda gagishvan unda gagishvano.shedegi sheidzleba arc ise kargia,magram yvelaferi gamoscorebadio,nu usment borot adamianebs,visac mxolod tqventan urtiertoba icit ratomac ainteresebt. am adamians didi istoria aqvs safexburto cxobrebashi da minda rom es ar daivickot...marto cudi xom ar gauketyebia,zafxuli gaixsenet ...es kaci dinamos fexze daakenebs ubralod amas 6 tveshi nu moitxovt,siamovnebit shegxvdebodit da yvelafers getkodit,ubralod tqven albat chemi mosmena ar gainteresebt.ar vici es tqvenamde mova tu ara rasac me vcer,magram minda rom gadackvetileba shecvalt da daelodot im bednier cutebs roca dinamo pirveli iqneba,es am adamians sheudlzia ,sxvanairad rogor agixnat agar vici,mapatiet dzalian vgelav da sheidzleba areuladac vcer,magram mepatieba,imitom rom ar mikvars usamartloba da adamianebis ase umockalod gacirva.... cinascar gixdit ugrmes madlobas tu im gadackvetilebas miigebt rasac sazogadoebis didi nacili itxovs,is adamianebi visac namdvilad guli shetkiva fexburtze!

• ramo

რაღა დროს ძოძუაშვილია. მეც ასაკიანი ვარ, ჰოდა აშკარად ვგრძნობ ახლები მჯობიან. ჩვენნაირების საქმეა გამოცდილების გაზიარება, მასწავლებლობა, მაგალითის მიცემა. დევდარიანს რაც შეეხება, აქვს კი მას კლუბში მუშაობის გამოცდილება? ემანდ უარესი არ გამოგვივიდეს და მომავალი ნაკრების ტრენერი არ დავკარგოთ. აი გარსიას კარგი ტრენერობის მე არაფერი არ ვიცი. დინამოს ევროპაზე მაგრა გაუმართლა. ერთმანეთზე სუსტი გუნდები შეხვდა. ვიღაც უელსურ ქუჩის გუნდთან წააგო. ბოლოს როგორც იქნა ფორმაში შევიდა, მაგრამ დაჩენჩილ აეკთან წააგო. სხვათაშორის აეკმა იქ მეორე გოლი უეჭველი გაიტანა,მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა. ასე რომ გაგიმართლებს ეგ ტრენერთან რა კავშირშია?

• Tina

ძალიან გთხოვთ ბატონო რომან,არ გაუშვათ ეს ადამიანი გუნდიდან,მასძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია დამიჯერეთ დრო მიეცით უბრალოდ,რას ითხოვთ 6 თვეში,აცადეთ გუნდი თითონ ჩამოაყალიბოს,ან რა კატასტროფაა შუა გზაში ადამიანი ასე გაისტუმროთ,ის თავის საქმეს ისე შეასრულებს როგორც ეკადრება,მაგრამ დრო ჭირდება დროოოოოოოოო!

• gio

მივესალმები დევდარიანის დინამოში დანიშვნას. ქართველ მწვრთნელებში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და დროა მიეცეს მაგ ბიჭს შანსი.

• vasiko basiladze

მე დიდი სიამოვნებით ვიხილავდი დგეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად გეგუჩაძეს,მიუხედავად ქეცბაიას დიდი პატივის ცემისა,ქეცბაია იყო ერთადერთი ფეხბურთელი რომელიც ბოლომდე და გულიანად თამაშობდა საქართველოს ნაკრებში

• vasiko basiladze

მიხიჩამ ფეხბურთი იცის და ისიც იცის როგორ გახადოს გუნდი ჩემპიონი,მე არა მარტო მიხიჩაზე ვამბობ აგერ სულ ახალგაზრდა მწვრთნელი ყავს ზესტაფონს ხომ კარგ ფეხბურთს ათამაშებს?ვიცით გეგუჩაძის დამსახურებაა იქ კველაფერი,მაგრამ ამ კაცსაც არ დაუკარგოთ შრომა,რაგაც იფრო ნაყოფიერი ფეხბურთი გამოდის დგეს ზესტაფონს,მე ზესტაფონის გულშემატკივარი ვარ,მაგრამ გული მტკივა დგეს დინამო კარგ ფეხბურთს რომ ვერ თამაშობს ,მარტო თამაშის მოგება საქმეს ვერ გადაჩრის მთავარია ფეხბურთელებთან მიდგომა და მათი ხასიათის შესწავლა,რაც ქართველ კაცზე უკეთესად არავინ იცის

• zura

არა რომან, ეგ კაცი არაა ხელიდან გასაშვები დამიჯერე , სხვა მაგ დონის მწვრთნელი საქართველოში არ ჩამოვა... კარგით მართლა რა , აცადეთ ნორმალური მუშაობა, ვის არ წაუგია... წნეხის ქვეშ არის არა მარტო მწვრთნელი არამედ ფეხბურთელებიც და საბოლოოდ გუნდიც... გარსია ის კაცი არაა მხოლოდ ერთი ნაბიჯი რო დააკლდა ევროპის ლიგამდე? ის კაცი არაა რომელიც დინამო სტადიონს ავსებდა მაყურებლებით? და 100% ით დარცმუნებული ვარ თბილისის დინამოს ჩემპიონს გახდის... და მერე ევროპაშიც გვათამაშებს... შანსი კი არ უნდა მიცეთ, უნდა დააცადოთ...

• zako

დიდი პატივისცემის მიუხედავად, კარგით რა, რაღა დროს ძოძუაშვილია, მით უმეტეს დინამოში. აბა ვასიკო დაწერე, სად მუშაობდა ბოლოს მიჩიხა და რა შედეგი ქონდა? იცი? დაწერე

• vasiko basiladze

სკოლარი არა ფერგიუსონი ჯობს,რა სისულელეა ვინ მოვა აქ სირცხვილია ამის გაფიქრებას კი,ქართველი მწვრთნელების მეტი რა გვყავს გაახილეთ თვალი რამ დააბრმავა ეს ხალხი,ძოძუაშვილი აგარ მოგვწონს არ იცის ფეხბურთი მანო,მეტის გირსი ვართ ამ ვითომ ფეხბურთის მცოდნეების ხელში

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს

"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა