ლარი ბლერმა 41 ქულა ჩააგდო, ქიენ კარტერმა 19 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ბენჟამენ ვუდსაიდმა 14 პასი შეასრულა
სუპერლიგის მე-10 ტურმა კიდევ ერთხელ დაგვანახა სწორი სელექციის შედეგი - ლარი ბლერმა 41 ქულა ჩააგდო, ქიენ კარტერმა - 19 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ბენჟამენ ვუდსაიდმა 14 პასი შეასრულა.

სამივე მაჩვენებელი სეზონის რეკორდია, ოღონდ ვუდსაიდის შემთხვევაში რეკორდსმენის ნაცვლად სიტყვა "თანარეკორდსმენი" უნდა გამოვიყენოთ, რადგან ასევე 14 პასი ორჯერ მიითვალა "ოლიმპის" გამთამაშებელმა ლაშა გამყრელიძემ.

აქვე გეტყვით, რომ ბლერი შსს-ს ახალწვეულია, კარტერი - "დინამოსი", ხოლო ვუდსაიდი - "არმიასი". სამივე კალათბურთელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შევიყვანეთ, ხოლო ბლერი ჟურნალისტების გამოკითხვაში ტურის საუკეთესოდ დასახელდა. ჩვენი არჩევნის ობიექტურობას ლარის მარგი ქმედების კოეფიციენტიც ადასტურებს - 40.

ძლიერ ლეგიონერებში გამოცდილი და ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები რომ არ იკარგებიან, ამის დასტურად სწორედ მე-10 ტური გამოდგება. ეფექტურად ითამაშა სტუ-ს 19 წლის ფორვარდმა ზურაბ მაჩალაძემ (26 წუთში 17 ქულა, 16 მოხსნა). ასევე კარგად გაისარჯა მისი თანაგუნდელი ზვიად ანთაძე (27 ქულა), თუმცა მარგი ქმედების მაჩვენებელი მაჩალაძეს უფრო მაღალი ჰქონდა (31) და სიმბოლურ ნაკრებშიც ის შევიყვანეთ.

ვეტერანი ლაშა კეშელავას ნაყოფიერი თამაში "ბათუმის" პირველი გამარჯვების საწინდარი გახდა. ლაშამ 28 ქულა, 14 მოხსნა მოაგროვა და ზღვისპირელებს რუსთავში მოაგებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა