რუსმა მწვრთელმა, ალექსანდრ ტარხანოვმა სეზონის შეჯამებისას "ვოლგაში" ქართველები გამოარჩია
"ჩემპიონატ.რუ"-მ სეზონი ალექსანდრ ტარხანოვს შეაჯამებინა. რუსმა მწვრთნელმა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" ქართველები გამოარჩია.

"ფეხბურთელებიდან გამოვყოფდი ოთარ მარცვალაძეს და გოჩა ხოჯავას. პირველმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. მომეწონა ტურსუნოვიც. ამ ფეხბურთელებმა საკმაოდ კარგად გამოავლინეს თავი", - თქვა ტარხანოვმა.

"ჩემპიონატ.რუ"-მ გოჩა ხოჯავა ასე დაახასიათა:

"მან სეზონში მხოლოდ 11 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ქართველი პლეიმეიკერი "ვოლგას" ყველაზე ეფექტური მოთამაშე იყო. მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ჩერიშევმა კი მის სამსახურზე უარი თქვა".

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ოთარ მარცვალაძემ გუნდი დატოვა, საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი 5 გოლით მაინც ნიჟნინოვგოროდელთა საუკეთესო ბომბარდირია. "სოკერ.რუ"-მ ოთარის წასვლა "ვოლგას" გუშემატკივართა წლის იმედგაცრუებად მონათლა.

"მარცვალაძის წასვლა წლის იმედგაცრუებაა. ზოგიერთისთვის ასეთი მოვლენა ომარ თეთრაძის გაშვება იყო. ფაქტია, რომ "ვოლგაში" უსიამოვნებები სწორედ მათი წასვლის შემდეგ დაიწყო", - წერს გაზეთი.

ამ მიზეზთა გამო "სოკერ.რუ"-მ "ვოლგას" წლის პერსონებად სწორედ მარცვალაძე, თეთრაძე და მისი შემცვლელი ჩერიშევი დაასახელა:

"მარცვალაძე და თეთრაძე გუნდის წარმატებულ სტარტს განასახიერებდნენ. მაშინ ნიჟნი ნოვგოროდის კლუბს ყველა აქებდა, ბევრი კი ევროპის ლიგაზე გასვლასაც უწინასწარმეტყველებდა. მაგრამ გუნდში დაიწყო სკანდალები, წავიდა მარცვალაძე, რომლის გამტყუნებაც ძნელია, გაუშვეს თეთრაძე, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მის ნაცვლად კი დაინიშნა დმიტრი ჩერიშევი, რომელსაც მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა".

"სოკერ.რუ"-მ ნიჟნელთა წლის აღმოჩენად დაასახელა შოთა ბიბილოვი, რომელზეც ახლახანაც ვწერდით - საქართველოში დაბადებული და ვლადიკავკაზში გაზრდილი ფეხბურთელი ქართველ თანაგუნდელებს დღემდე ქართულად ელაპარაკება.

"ვოლგაში" ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი ქართველის ანგარიშზეა - საქართველოს ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ 21 შეხვედრაში 9 ყვითელი და 2 წითელი ბარათი დაიმსახურა. გიას ბოლოს წითელი ბარათი პერმის "ამკართან" აუფრიალეს, რაზეც მამამისმა, ძველმა მორაგბემ ალეკო გრიგალავამ სიმწრისგან იხუმრა, ვენაცვალე, კიდევ ერთხელ "მასახელაო".

სეზონი "სპორტ-ექსპრესმაც" შეაჯამა და "ვოლგას" დასუსტების მთავარ მიზეზად ქართველების სათადარიგოებში გადაყვანა და მარცვალაძის გაყიდვა დაასახელა:

"რუსეთის საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილება, მიეცა გუნდებისთვის განაცხადში ხუთი ფეხბურთელის დამატების უფლება, ყველაზე მეტად ნიჟნინოვგოროდელებს წაადგებათ, რადგან მათ ლიმიტი ჯერ კიდევ ზაფხულში ამოწურეს. "ვოლგამ" ვერ მოახერხა მარცვალაძის სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნა. სამწვრთნელო შტაბთან ქართველთა სამეულის (ხოჯავას, სალუქვაძისა და გოგუას) კონფლიქტის შემდეგ მოედნის ცენტრში ვაკუუმი წარმოიქმნა, ამიტომ ამ რგოლში გუნდს აუცილებლად სჭირდება გაძლიერება. ეს სამეული კლუბს ამ ზამთარში დატოვებს".

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე ხელსაყრელი წინადადების მიუხედავად, გრიგალავა, ალბათ, 2012 წელსაც "ვოლგაში" დაიწყებს - ამით თავად ჩერიშევია დაინტერესებული. თუმცა 22 წლის ქართველი მცველის ტრანსფერზე მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა