ესპანური გაზეთის "მარკას" ინფორმაციით, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა, შესაძლოა, უარი თქვას აბუ დაბიში საჩვენებელ ტურნირში გამოსვლაზე
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა 100 ათასი დოლარი შესწირა სერბეთში სასკოლო განათლების განვითარებას.

"იმედია, ჩემი მხარდაჭერა შეცვლის სერბი ბავშვების ცხოვრებას. განსაკუთრებით ეს ეხება იმათ, ვისაც საკუთარი პოტენციალის რეალიზების ნაკლები შესაძლებლობა აქვს", - ამბობს სერბი ჩოგბურთელი.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი 2011 წლის შემოდგომიდან სერბეთში UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი გახლავთ.

ქალთა ტურის მეორე ნომერი პეტრა კვიტოვა ჩეხეთში წლის სპორსტმენად აღიარეს. უიმბლდონისა და წლის შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონმა გაიმარჯვა გამოკითხვაში, რომელიც ჩეხეთის სპორტულ ჟურნალისტებს შორის ჩატარდა.

მეორე ადგილი დაიკავა კროსში მსოფლიოს ჩემპიონმა, იაროსლავ კულჰავიმ, მესამეზე კი ციგურებით მორბენალი მარტინა საბლიკოვა აღმოჩნდა.

კვიტოვა მეორე ნომინაციაშიც გახდა ლაურეატი. კერძოდ, წლის გუნდი ჩეხეთის ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები გახდა, რომლის ლიდერიც პეტრა გახლავთ და რომელმაც წელს ფედერაციის თასი მოიგო.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ჯიმი კონორსი 13-წლიანი შესვენების შემდეგ ვეტერანთა ტურს უბრუნდება. კონორსი მარტში ციურიხის ღია პირველობაში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ კონორსი დღემდე ინარჩუნებს ATP-ის ტურის რამდენიმე რეკორდს: ამერიკელს ყველაზე მეტი ტიტული აქვს - 109, ყველაზე მეტ მატჩში გაიმარჯვა - 1242 და პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც "დიდი სლემის" ტურნირი სამ სხვადასხვა საფარზე მოიგო.

ესპანური გაზეთის "მარკას" ინფორმაციით, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა, შესაძლოა, უარი თქვას აბუ დაბიში საჩვენებელ ტურნირში გამოსვლაზე. ამ შეჯიბრის გამართვა 28-31 დეკემბერს არის დაგეგმილი და იქ მონაწილეობას აპირებენ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა