"ოლექსანდრიას" პრეზიდენტის თქმით, ქართველისთვის თბილისის, კიევისა და მოსკოვის "დინამოები" და დონეცკის "შახტარი" იბრძვიან
უკრაინული კლუბის "ოლექსანდრიას" პრეზიდენტს, ნიკოლაი ლავრენკოს კიდევ ერთხელ მოუხდა გუნდის ქართველ ლეგიონერის, დავით თარგამაძის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარის გაკეთება.

ამჯერად სიახლე ისაა, რომ თუკი აქამდე ლავრენკო ჩვენებურის მოსურნე კლუბებისგან დაინტერესებას ოფიციალურად არ ადასტურებდა, ამჯერად პრეტენდენტები თავადაც დაასახელა.

"ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს როგორც ჩვენი კლუბი, ისე ფეხბურთელის აგენტი. დავითი საკუთარ თავს მაღალი კლასის მოთამაშედ მიიჩნევს და დიდ კლუბში თამაშის ამბიციაც აქვს, თუმცა ამდენი ხმებისა და მოლაპარაკებებისგან, შეიძლება ითქვას, მას უკვე თავბრუ დაახვიეს.

ამჟამად თარგამაძის თაობაზე სამ კლუბთან გვაქვს მოლაპარაკებები. თუმცა აღვნიშნავ, რომ სიტყვა მოლაპარაკება არაერთმნიშვნელოვანია და ქართველზე კონკრეტული წინადადებით ჯერ არ მოუმართავთ. ისე კი, სამივე "დინამოა" - კიევის, მოსკოვისა და თბილისის. ამ საკითხზე "შახტართან" უკვე ვითათბირეთ, თუმცა დავითს კონტრაქტი ჯერ არცერთთან გაუფორმებია და შეთანხმება მხოლოდ "ოლექსანდრიასთან" აკავშირებს.

რაღა დაგიმალოთ და, დავითის გაყიდვისა და მიღებული თანხით რამდენიმე ფეხბურთელის შეძენის ვარიანტს უკვე განვიხილავ, თუკი ეს იქნება ჩემთვისაც და თავად ფეხბურთელისთვისაც მისაღები წინადადება, მის გაყიდვას დავთანხმდებით", - განუცხადა ლავრენკომ "უკრაინსკი ფუტბოლს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება